Advertisements

ვალერი გელაშვილი უკრაინული ტელეკომპანიის ეთერში: ჩემი თხოვნაა, კენჭისყრამდე ჩემს უკრაინელ კოლეგებს აჩვენონ ის კადრები თუ როგორ გამოვიყურებოდი თავდასხმის შედეგად, სასიკვდილოდ მიყენებული ტრავმებით

,,ჩემი თხოვნაა, კენჭისყრამდე ჩემს უკრაინელ კოლეგებს აჩვენონ ის კადრები, თუ როგორ გამოვიყურებოდი თავდასხმის შედეგად, სასიკვდილოდ მიყენებული ტრავმებით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა ვალერი გელაშვილმა უკრაინული ტელეკომპანია ,,112“-ის პოლიტიკურ თოქ-შოუ „პულსი“-ს ეთერში განაცხადა.

Nusagi

,,უკრაინის ბოლო არჩევნებზე მისმა პარტიამ 0,4% მიიღო. ნუთუ შეიძლება ადამიანი, რომელმაც ხმების 0,4 პროცენტი მიიღო, უკრაინის ვიცე-პრემიერად დაინიშნოს!? რა თქმა უნდა, ეს უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენი სურვილია, სააკაშვილი ქართველ სამართალდამცავ სტრუქტურებს გადმოეცეს, რათა მართლმსაჯულება აღსრულდეს, გაასამართლონ და მიუსაჯონ „დამსახურებების“ შესაბამისად“, -განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვალერი გელაშვილმა უკრაინელ კოლეგებს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთნ დაკავშირებით წერილითაც მიმართა, სადაც აღნიშნავდა, რომ ვიდრე მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას, მათ უნდა იცოდნენ ვის უყრიან კენჭს საკუთარი სამშობლოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული