Advertisements

ვოშინგტონის შტატის ჯანდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა აკრძალა COVID-19-ის 12 000 ახლადშესყიდული ტესტის გამოყენება

2020 წლის 17 აპრილს, ვოშინგტონის შტატის ჯანდაცვის სახელმწიფო  დეპარტამენტმა (DOH) აკრძალა COVID-19-ის 12 000 ერთეული ახლადშესყიდული კომპლექსური ტესტის გამოყენება COVID-19-ით შესაძლო ინფიცირებულთა გამოვლენის მიზნით – ამის შესახებ სპეციალური პრესრელიზი გამოქვეყნდა ვოშინგტონის შტატის ჯანდაცვის სახელმწიფო  დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

Nusagi

აღნიშნული ტესტების მთელი პარტია (12,000 ერთეული), ორგანიზაცია UW Medicine-ს აზრით, შესაძლოა არ აკმაყოფილებდეს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს და ამის გამო საჭიროებდეს ხარისხის კონტროლს. შესაბამისად, წუხელ ვოშინგტონის შტატის ჯანდაცვის სახელმწიფო  დეპარტამენტმა (DOH) შეაჩერა დაახლოებით 12,000 ტესტის გამოყენება, რომელიც უკვე გაგზავნილი იყო ვოშინგტონის შტატის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, სხვადასხვა სათვისტომოსა და სახელმწიფო სააგენტოს პარტნიორ ორგანიზაციებში მთელი შტატის მასშტაბით.

„მიუხედავად იმისა, რომ კონტროლის შედეგად, ხარისხთან დაკავშირებული წუნი ახლადშეძენილი COVID-19-ის ტესტების პარტიაში მხოლოდ მცირე რაოდენობას აღმოაჩნდა, ვოშინგტონის შტატი, COVID-19-ის ტესტირების პროცესში, იცავს  ყველაზე მაღალ სტანდარტებს”, – განაცხადა ჯანდაცვის მდივანმა ჯონ უისმანმა, – „ამ ეტაპზე ჩვენს პარტნიორებთან ვმუშაობთ იმის თაობაზე, რომ ახალადშეძენილი ტექტების მთელი პარტია მოიხსნას და ჩამოიწეროს, როგორც გამოსაყენებლად უვარგისი პროდუქტი და უმოკლეს დროში ჩანაცვლდეს მაღალხარისხიანი კომპლექსური ტესტების ახალი პარტიით“.

COVID-19-ის ტესტის ტრანპორტირება ხდება ერთგვარი სითხის  საშუალებით (VTM), რომელიც უზრუნველყოფს ნიმუშის უსაფრთხო ტრანსპორტირებას. VTM-ი ზოგიერთ ფლაკონში უჩვეულო შეფერილობის იყო, რამაც UW Medicine-ი აიძულა, ვოშინგტონის შტატის ჯანდაცვის სახელმწიფო  დეპარტამენტისთვის მიემართა აღნიშნული შემთხვევვის კვლევის მიზნით. DOH-ის ოფიციალური პირები თვლიან, რომ პაციენტების ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არ დადგება, რადგან  VTM-სითხე არ ხვდება კონტაქტში პაციენტთან COVID-19-ის ტესტის ჩატარების დროს.

დღეს UW Medicine-ში დასრულებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტესტების მცირე რაოდენობაში VTM-სითხის შეფერილობასთან დაკავშირებული ნიუანსები არ იმოქმედებს COVID-19-ის ტესტის შედეგებზე.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, DOH-ი, იმის გათვალისწინებით, რომ COVID-19-ის ტესტების სახელმწიფო მარაგი ამ ეტაპზე არ არის საკმარისი, მუშაობს რომ ტესტების ეს პარტია დაუყოვნებლივ ჩაანაცვლოს ახლით.  გარდა ამისა, DOH-ი მჭიდროდ თანამშრომლობს, როგორც UW Medicine-თან, ასევე ვოშინგტონის შტატში მოქმედ ჯანდაცვის პარტნიორ ორგანიზაციებთან, რათა შესაძლებელი გახდეს უკვე გადანაწილებული ტესტების ოპერატიულად ამოღება.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული