Advertisements

თამილა ბარკალაია – დაქირავებით დასაქმებულებს კომპენსაციის მისაღებად დამატებითი საბუთები და რეგისტრაცია არ დასჭირდებათ

დაქირავებით დასაქმებული ადამიანები, რომელთაც ხელფასი აღარ ერიცხებათ, არიან უხელფასო შვებულებაში ან გათავისუფლებული სამსახურებიდან, სახელმწიფოსგან მიიღებენ თვეში 200 ლარის ოდენობით დახმარებას, ექვსი თვის განმავლობაში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ განაცხადა.

Nusagi

მისი თქმით, ჯამში თითოეული ასეთი მოქალაქის დახმარება 1200 ლარს შეადგენს.

„აღნიშნული სიები წარმოებული იქნება შემოსავლების სამსახურის მიერ, რომელიც ჩვენს დასაქმების სააგენტოს წარედგინება. ოფიციალურად დაქირავებით მომუშავე ადამიანებს, რომლებიც ფორმალურ დასაქმებას ეწეოდნენ, არ დასჭირდებათ არავითარი დამატებითი საბუთების წარმოება და დამატებითი რეგისტრაციები. მათი დამსაქმებელი, როგორც მანამდე აკეთებდა ყოველთვიურად, ანგარიშგებას მოახდენს შემოსავლების სამსახურში, მიაწოდებს ინფორმაციას გათავისუფლებული ადამიანების შესახებ და თანხა ავტომატურად გადაირიცხება მათ ანგარიშებზე“, – განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დღეს COVID-19-ის შედეგად მიყენებულ ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ კომპენსაციების მიმღებ ჯგუფებსა და დახმარების გაცემის გეგმაზე დეტალურად ისაუბრა.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed