თენგიზ ცერცვაძე: არის ადამიანების კატეგორია, რომელსაც სხვისი აშენებული საქართველო არ უნდა

იმედგაცრუებას ვატყობ ზოგჯერ ადამიანებს. როდესაც გაიგებენ რომ რამეში დაიდო კარგი შედეგი, ეს კარგი შედეგი არ უხარიათ. ვერ დავძლიეთ ჩვენ ეს განცალკევება და დაპირისპირება, პიროვნული, საზოგადოებრივი, პოლიტიკური. არის ადამიანების კატეგორია, ძალიან მძიმე რამეს ვამბობ, მაგრამ სხვისი აშენებულის საქართველო არ უნდა. არ უხარია სხვისი აშენებული ქვეყანა – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა `„ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ცერცვაძეს მიაჩნია, რომ ექიმების კორონავირუსთან ბრძოლა ჯერ ბოლომდე არ პოლიტიზირებულა, თუმცა უკვე არის ამის რისკები და ნიშნები.

„მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს თავიდან ავიცილო. ზოგჯერ, რაღაცის თქმა რომ მინდა ან გაკეთება, თავს ვიკავებ, რომ არ დავუშვა საკითხის პოლიტიზირება. ამ ეპიდემიასთან ბრძოლის პირველ პერიოდში ეს არ შეინიშნებოდა. მე არ ვიცი გულწრფელად თუ არაგულწრფელად, მაგრამ ერი იყო ერთიანი. პირველი ორი თვის განმავლობაში ჩვენ ერთი არაკეთილგანწყობილი არ შეგვიმჩნევია. როცა რამე წარმატებულს ვეტყოდით უხაროდათ, როდესაც რაიმე ჩავარდნა გვქონდა სწყინდათ. ასე იყო პირველი ორი თვე. სამწუხაროდ ბოლო თვეში ვამჩნევ, რომ თითქოს საზოგადოებას მოსწყინდა. ჩათვალა რომ ასეთი ერთიანობა კი კარგია, ისეთი საერთო მტრის წინააღმდეგ, როგორიც კორონავირუსია, მაგრამ ვიღაცამ თავი კომფორტულად არ იგრძნო ამ ერთიანობაში. გაჩნდა ტენდენციები, რომ კონკრეტული აშკარა წარმატებები არ უხარიათ, ხარვეზი კი პირიქით უხარიათ“, -განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული