Advertisements

თუ 300-ლარიან დახმარებას ელოდებით, ეს მონაცემები უნდა შეავსოთ – გაიგეთ, გეკუთვნით თუ არა დახმარება

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ის წესები, რითაც თვითდასაქმებულები ერთჯერადი კომპენსაციის მიღებას შეძლებენ. დოკუმენტში განმარტებულია, რომ თვითდასაქმებულად ითვლება ყველა ის ფიზიკური პირი, რომელიც რაიმე ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდა და იღებდა შემოსავალს, გარდა დაქირავებით დასაქმებულისა.

იმისათვის, რომ თვითდასაქმებულმა კუთვნილი თანხა მიიღოს, აუცილებლად უნდა დადასტურდეს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას და ჰქონდა შემოსავალი.

ელექტრონული განაცხადის ფორმა, სადაც კომპენსაციის მიღების მიზნით ფიზიკურმა პირმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:

  • სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
  • საკონტაქტომონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);
  • საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი)

ელექტრონული განაცხადი 10 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილება და მოქალაქეებს კუთვნილი თანხა მითითებულ საბანკო ანგარიშზე დაუჯდებათ.

იმ თვითდასაქმებულებმა, რომლებიც შემოსავლების სამსახურში არ არიან რეგისტრირებულნი, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე www.moh.gov.ge უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი არაუგვიანეს პირველი ივნისისა, სადაც მითითებული უნდა იყოს:

  • სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
  • საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე მისი შემოსავლის წყაროს შესახებ;
  • 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის:
  • გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შემოსავლის მიღების ფაქტი (წერილობითი დოკუმენტი, რომლითაცშესაძლებელია საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. მაგალითად შესყიდვის აქტი, მიღება ჩაბარების აქტი);
  • 2020 წლის პირველი 3 თვის საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;
  • მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა ნებართვა/ლიცენზია;
  • საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავალი;

აღნიშნულ დოკუმენტებს განიხილავენ და 10 სამუშაო დღეში იმ ადამიანებს, რომლებსაც დახმარება ეკუთვნით, თანხა მითითებულ ანგარიშის ნომერზე დაუჯდებათ. ხოლო ის პირები, რომელთა განცხადებაც არ დაკმაყოფილდება, 15 სამუშაო დღის ვადაში მიიღებენ შეტყობინებას, სადაც კომპენსაციის გაცემაზე უარი იქნება განმარტებული.
აღსანიშნავია, რომ თვითდასაქმებულები 300 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ სახელმწიფოსგან.თვითდასაქმებულები 2 კატეგორიად იყოფიან:

  • ფიზიკური პირები, რომლებიც შემოსავლების სამსახურში არიან რეგისტრირებულნი
  • ფიზიკური პირები, რომლებიც დამოუკიდებლად ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას, ჰქონდათ შემოსავალი, მაგრამ არ რეგისტრირდებიან შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მიღება უფრო გამარტივებული იქნება და მათ არ დასჭირდებათ დამატებითი მტკიცებულების წარდგენა.
შემოსავლების სამსახური იდენტიფიცირებას გაუკეთებს:

  • მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც წარმოდგენილი აქვთ 2020 წლის პირველ კვარტალში საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, ან უფიქსირდებათ ბრუნვა საკონტროლო სალარო აპარატით.
  • მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომლებიც დასაქმებული არიან ბაზრობებზე, წარმოდგენილი აქვთ 2020 წლის პირველ კვარტალში საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, ან უფიქსირდებათ ბრუნვა საკონტროლო სალარო აპარატით, ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი დადასტურებული იქნება ბაზრობის ორგანიზატორის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაციით.
  • პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას (მაგალითად, თონეებში, სილამაზის სალონებში, ავტო-ტექ მომსახურების ობიექტებში დასაქმებული პირები) და საქმიანობას ახორციელებდნენ 2020 წლის პირველ კვარტალში, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურში დარიცხული და გადახდილი ფიქსირებული გადასახადით.
  • მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები, რომლებიც დაფინანსებას არ იღებენ ბიუჯეტიდან;
  • ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებსაც 2020 წლის 1 აპრილამდე წარმოდგენილი აქვთ 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, ან 2020 წლის პირველ კვარტალში უფიქსირდებათ ბრუნვა საკონტროლო აპარატით.

საკომპენსაციო სიაში ზემოჩამოთვლილი კატეგორიებიდან არ შედიან ის ფიზიკური პირები, რომლებზეც 2020 წლის განმავლობაში ფიქსირდება ხელფასის გაცემა და ეს პირები ფიქსირდებიან დაქირავებით დასაქმებულთა კომპენსაციის სიებში (ვინც დაკარგა ხელფასი). საკომპენსაციო სიას შემოსავლების სამსახური არაუგვიანეს 2020 წლის 20 მაისისა, უგზავნის სააგენტოს. ამავდროულად, სიაში მყოფი პირები კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე შეტყობინებას მიიღებენ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე eservices.rs.ge -ზე. ამ კატეგორიის პირებისთვის არაუგვიანეს 2020 წლის 21 მაისიდან ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე www.moh.gov.ge გაიხსნება

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული