კობა გვენეტაძე: ბანკების სტაბილურობის პრობლემა არ არსებობს

Nusagi

“არანაირი პრობლემა ბანკების სტაბილურობაში არ არსებობს”,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შერწყმა მოსალოდნელი არა არის და ბანკები კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს მომზადებული დახვდნენ.

“არ ვადასტურებ, რომ რაიმე შერწყმა იგეგმება, მაგრამ თუ ასე მოხდება, ეს პანდემიასთან არ აიქნება დაკავშირებული”,- აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

როგორც მან განაცადა, ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების სტაბილურობაზე ზრუნვას მუდმივად განაგრძობს.

“თუ კოემრციული ბანკებითვის წამგებიანი პერიოდი იყო, ეს იყო 2008-2009 წელი, ხოლო შემდგომი წლები მათთვის საკმაოდ მომგებიანი იყო”,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: