Advertisements

ლევან რატიანი დღის პოზიტივი იყო ჰიშოსთვის – როგორ აპირებს ლიბანელი სტუდენტი ქართველი ექიმებისთვის მადლობის გადახდას?

არ აინტერესებს აქაური პოლიტიკა, თუმცა ექიმების გარდა, ულევ მადლობებს უხდის საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც მოუარა, გამოაჯანმრთელა და ამაში მან არაფერი გადაიხადა – ანალიტიკოსი გია აბაშიძე კორონავირუსისგან განკურნებული ლიბანელი სტუდენტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

Nusagi

„ეს ლიბანელი სტუდენტი ჰიშამი (ჩვენებურად ჰიშოს უძახიან) კლინიკაში, კარანტინში ყოფნისას გამეცნო. იმიგრანტების ერთ-ერთ ფბ-ჯგუფს ვაწვდი სწორ ინფორმაციებს ინგლისურად და იქ დავმეგობრდით. ამაღამ, ხანგრძლივი ვიდეო-საუბარი გვქონდა. ემოციურად, ენაწყლიანად მომიყვა დეტალები. ლევან რატიანის ხმა რომ ესმოდა დერეფანში, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ჰიშოს და ყველა პაციენტს ლევანი ყოველდღიურად ნახულობს. ლევანის ნათქვამი – როგორ ხარ? ყველაფერი კარგად იქნება – ყოველდღიური დღის პოზიტივი იყო ჰიშოსთვის. ვერ ერკვევა და არც აინტერესებს აქაური პოლიტიკა, თუმცა ექიმების გარდა, ულევ მადლობებს უხდის საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც მოუარა, გამოაჯანმრთელა და ამაში მან არაფერი გადაიხადა. გულწრფელად გეუბნები: მენატრება კლინიკის გემრიელი საკვებიო.
ლიბანელი ჰიშო სტომატოლოგიურზე სწავლობს. დედით ფრანგია. საბოლოოდ რომ გამოჯანმრთელდება, დამხმარე მოხალისეთა ‘ენჯეოს’ შექმნის და ასე გადაუხდის მადლობას საქართველოს.
დავეხმარები ამ ჰუმანური ინიციატივის რეალიზაციაში მას და არაერთ ჩვენ აქ თანამცხოვრებ უცხოელს“ – წერს გია აბაშიძე.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული