Advertisements

მსოფლიო ბანკმა კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს 80 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი მსოფლიო ბანკის მხრიდან ქართველი ხალხის ფართო მხარდაჭერის ნაწილია და პირველია განვითარების პოლიტიკის სამი საკრედიტო ღონისძიებიდან, რომლებიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში განხორციელდება. მეორე ღონისძიებას  ეკონომიკური მართვის და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის არსებული ღონისძიების დამატებითი დაფინანსების სახე ექნება (რომელიც მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 2020 წლის 26 მარტს დაამტკიცა). მისი მიზანია მთავრობის დახმარება მოულოდნელი ფინანსური დეფიციტის შევსებაში და საქართველოს პროგრესის უზრუნველყოფა ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის კრიტიკული მნიშვნელობის მქონე სფეროებში. დახმარების მესამე ეტაპი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების(MSMEs) დახმარების და სამუშაო ადგილების შენარჩუნების პროექტი, რომელიც მიზნად დაისახავს სამუშაო ადგილების მხარდაჭერას და იმ მიკრო, მცირე და საშუალო ფირმებისხელშეწყობას, რომლებზეც პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია.

Nusagi

„კოვიდ-19“-ის მიმართ საპასუხო ღონისძიებების განხორციელებაში საქართველოს დახმარებასთან ერთად, მსოფლიო ბანკი ასევე აპირებს Log-In Georgia პროექტის საშუალებით ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების მხარდაჭერას, როგორებიცაა ციფრული კავშირი და ინფრასტრუქტურა. ეს პროექტი მთავრობას დაეხმარება ოპტიკურ – ბოჭკოვანი ქსელით700 -ზე მეტი სოფლის ინტერნეტთან დაკავშირებაში, რაც ხელს შეუწყობს დისტანციურ სწავლასა და ზოგადად კავშირის არსებობას,რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის პირობებში შექმნილი სოციალური დისტანციის პირობებში.

და ბოლოს, მსოფლიო ბანკი აქტიურად განაგრძობს საქართველოს მთავრობისთვის დროული საკონსულტაციო დახმარების გაწევას ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და ეკონომიკური მიმართულებით საუკეთესო გლობალური პრაქტიკის გაზიარების საშუალებით,არსებული კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში.ბანკი ასევე ასრულებს შესყიდვის აგენტის როლს (კლიენტი ქვეყნების სახელით), რაც გულისხმობს გლობალურ მომწოდებლებთან პირდაპირი ოპერაციების წარმოებას სამედიცინო ტექნიკისა და მარაგების შესაძენად.

მსოფლიო ბანკის ჯგუფი, რომელიც დაფინანსების და ცოდნის ერთ-ერთი უდიდესი წყაროა,ფართო და სწრაფ რეაგირებას ახდენს განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად პანდემიის საპასუხო ღონისძიებების გაძლიერების მიზნით, დაავადებებზე დაკვირვების გასაზრდელად, ჯანდაცვის ინტერვენციების გასაუმჯობესებლად და კერძო სექტორის ხელშესაწყობად ოპერირებაში და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში. მსოფლიო ბანკი  ფინანსური დახმარების სახით დაახლოებით 160 მლრდ. აშშ დოლარს გამოიყენებს მომდევნო 15 თვის განმავლობაში ქვეყნების ხელშეწყობის მიზნით, ღარიბი და მოწყვლადი ოჯახების დასაცავად, კომპანიების მხარდასაჭერად და ეკონომიკის აღდგენის გასაძლიერებლად. მასში შედის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (IDA) 50 მლრდ. აშშ დოლარი, რომელიც გრანტების ან ხელსაყრელი პირობების მქონე სესხების გასაცემად იქნება ათვისებული“, – აღნიშნულია მსოფლიო ბანკის ინფორმაციაში.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული