Advertisements

რა ვიცით კორონავირუსის შესახებ

პრაქტიკული თვალსაზრისით ისე არ არის, რომ მთლად არაფერი ვიცით კორონავირუსის შესახებ, ამ 2 თვეში, რისი აღებაც შეგვეძლო ჩვენი გამოცდილებით, ის ვიცით, მაგრამ თუ მასშტაბურად შევხედავთ, რა თქმა უნდა არაფერი არ ვიცით- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა `„ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

Nusagi

თენგიზ ცერცვაძის თქმით, მეცნიერება არ იციან როგორია ამ დაავადების ბუნება და ასევე ის, თუ საიდან გაჩნდა და როგორ გავრცელდა ვირუსი.

„არ ვიცით, ახასიათებს თუ არა მას სეზონურობა. არის იმედები, რომ ის ისეთივე სეზონური აღმოჩნდება, როგორც გრიპი და ეს დიდი ბედნიერება იქნება, თუ მაისიდან ვირუსი უკუგანვითარებას დაიწყებს და დაღმასვლით წავა. ან შეიძლება ასე არ მოხდეს და მთელი წელი გაგრძელდეს ან ზაფხულში კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს. არ ვიცით, ძალიან მნიშვნელოვანი რამე: ტოვებს თუ არა ვირუსი იმუნიტეტს და თუ ტოვებს, როგორს. ის ტოვებს მყარ იმუნიტეტს, როგორც წითელა თუ ის ტოვებს ნაწილობრივ იმუნიტეტს, რომელიც დაახლოებით 60-70%-ით იცავს კოვიდგადატანილ პაციენტებს, როგორც ეს არის გრიპის შემთხვევაში“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული