Advertisements

გოჩა ყურაშვილი – ბევრი მეკითხება, მართლა საშიშია თუ არა 5G

5G-ს დაფარვის სიხშირის დიაპაზონზე (3.2 – 3.6 GHz) უფრო მაღალი სიხშირის ანტენები, სახლში გიდგათ თითქმის ყველას – საუბარია WiFi ანტენებზე -, ამის შესახებ  ფიზიკოსი, იმედის ტექნიკური კონსულტანტი  გოჩა ყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

Nusagi

გოჩა ყურაშვილი, რომელსაც საქართველოში არაერთი ინოვაციური პროექტის დანერგვაში აქვს მიღებული მონაწილეობა, განმარტავს, თუ რატომ არის უაზრობა იმის მტკიცება, თიტქოს 5G-ს დაფარვის სიხშირე რაიმე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ცოცხალ ორგანიზმზე.

„5G საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, აქაც დავწერ.

ბევრი მეკითხება ამ თემასთან დაკავშირებით, მართლა საშიშია თუ არა. მარტივი პასუხია-არა.

5G ტექნოლოგია, მუშაობს 2 სიხშირეზე: დაფარვის სიხშირე 3.2 GHz-დან 3.6 GHz-მდე (რომელიც ფიჭის ანტენიდან თქვენს ტელეფონამდე მოდის), და ანტენებს შორის გადაცემის, ანუ broadband-ის სიხშირე-24 GHz (რომელის საშუალებითაც ფიჭის ერთი ანტენა უკავშირდება მეორე ანტენას).

ცობისათვის, 5G-ს დაფარვის სიხშირის დიაპაზონზე (3.2 – 3.6 GHz) უფრო მაღალი სიხშირის ანტენები, სახლში გიდგათ, თითქმის ყველას, საუბარია WiFi ანტენებზე, რომლებიც მუშაობენ ორ სტანდარტზე: 2.4 GHz და 5.0 GHz (5.0 GHz-დან 5.8 GHz-მდე).

ამიტომ, იმის მტკიცება, რომ 5G-ს დაფარვის სიხშირე, რაიმე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ცოცხალი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე – უაზრობაა.

რაც შეეხება broadband-ის სიხშირეს (24 GHz): ჯერ ერთი, ამ სიხშირის რადიოსხივი არის ძალიან ფოკუსირებული და არ არის მიმოფანტული, საჭიროებს ზუსტ დამიზნებას (წარმოვიდგინოთ, რომ 1 სმ-იანი მილია გასაჭიმი, მრავალი კილომეტრის მანძილზე ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე ). გარდა ამისა, უმეტეს შემთხვევებში, ეს სიხშირე საერთოდ არ იქნება საჭირო, რადგან ანძების უმეტეს რაოდენობამდე უკვე მიყვანილია ოპტიკური კავშირი, რაც ბევრად სტაბილურ კავშირს იძლევა, ვიდრე 24 GHz- რადიოსხივი. და კიდევ ერთი, უკვე მრავალი წელია, თითქმის იგივე დიაპაზონში მუშაობენ სატელიტური თეფშები .

მოკლედ, მარტივად ასეა“,-წერს გოჩა ყურაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული