Advertisements

„ეგ არასოდეს შეგვეშვება… შიზოფრენიითაა ავად, შიზოფრენიით… ვინ იყენებს ამ ავადმყოფ კაცს თავისი მიზნებისთვის, ეგაა საკითხავი“

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

Nusagi

„ბევრი ვიღლიცინე სააკაშვილის დანიშვნაზე, იყო რაღაც იუმორისტული ამ გადაწყვეტილებაში. ასევე ლოგიკური და სამართლიანი იყო ის დასასრული, რომელიც სახეზეა.

მიშა აღარ ინიშნება! და ეს კარგია! აქვე, არ გვაწყენს, გავიაზროთ ის, თუ რა შეიძლება მოყოლოდა მის დანიშვნას. მიხეილ სააკაშვილი – უკრაინის მოქალაქე, უკრაინის ვიცეპრემიერი, სარგებლობს დიპლომატიური ხელშეუხებლობით და უბრალოდ, არის ცნობილი ავანტიურისტი! რა შეუძლია გააკეთოს ასეთი რეგალიების მქონე არაკაცმა?…
ის, რაც არაერთხელ გაუკეთებია…

მიშას- უკრაინის ვიცეპრემიერს- ოფიციალურად იწვევს საქართველოში საპარლამენტო ფრაქცია. ის რა თქმა უნდა ჩამოდის! ზღვით, ღრუბელ-ღრუბელ, გვირაბით, გზატკეცილით… მაგრამ აუცილებლად ჩამოდის…

ვარიანტი 1

საქართველოს სსკ-ის თანახმად, მას იჭერენ! საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია ის დაიჭიროს!. ამას მოყვება მიშასეული, ავნტიურისტისთვის დამახასიათებელი, ყველა ქმედება – სახურავზე საპროტესტო ჭყლიპინი, სასაზღვრო ზოლთან ხალხმრავალი დახვედრა და ხელში ატაცებული “გმირისთვის” თავგანწირულთა შეხლა-შემოხლა, პოლიტიკური განცხადებები – უკრაინის მოქალაქის, ხელშეუხებლობის იმუნიტეტის მქონე პირის დაჭერის შესახებ.

კიდევ ერთხელ სახელმწიფოს, კანონის, ხალხის შეურაცხყოფა. არეულობა და დარეულობა. პრინციპში ის, რაც ასე რიგად უნდა ოპოზიციას და რაც კარგად გამოსდის სააკაშვილს.

ვარიანტი 2

საქართველოს ხელისუფლება არ უშლის ხელს. მიშა ჩვეულებრივად შემოდის ქვეყანაში, ხვდება მომხრეებს, აქვს ოფიციალური შეხვედრები ოპოზიციასთან, აკეთებს განცხადებებს, სულში აფურთხებს ხალხს და სიფათში ხელისუფლებას.
ასეთ შემთხვევაში, ჩნდება ხალხში უამრავი კითხვა…

და ვის რად უნდა ასეთი სახელმწიფო?! ვის რად უნდა ასეთი ხელისუფლება?!… რატომ არ ხდება კანონის შესაბამისი ქმედებები?!.. რატომ არ აღასრულებენ დამნაშავის მიმართ სსკ-ის მოთხოვნებს?!

ეს კითხვები თავისთავად გაჩნდება… მე ახლავე გეტყვით, რომ არც არავის არ უნდა სახელმწიფო, რომელიც საკუთარ კანონებს და ხალხს ვერ დაიცავს მკვლელისგან, ქურდისგან, შანტაჟისტისგან და ავანტიურისტისგან! ჰო და, ჩვენც გამოვალთ და მიშასთან ერთად ამ ხელისუფლებასაც დავამხობთ…

მოკლედ, აი, ასეთი იქნებოდა მიშიკოს უკრაინული კომედი-შოუს გაგრძელება საქართველოში! ეს იმათთვის დავწერე, ვინც ამბობს,- მაიცა რა, დანიშნონ, მთავარია, ჩვენ შეგვეშვებაო…

ეგ არასოდეს შეგვეშვება… შიზოფრენიითაა ავად, შიზოფრენიით… ნიშნისმოგებით არ ვამბობ… ეს ფაქტია და არაა ლამაზი დაცინვა… აი, ვინ იყენებს ამ ავადმყოფ კაცს თავისი მიზნებისთვის, ეგაა საკითხავი და გასარკვევი…”- წერს ხათუნა ხოფერია.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული