ევროკავშირის 12 ქვეყანა გაუქმებულ რეისებზე ავიაკომპანიებისგან კომპენსაციის გადახდის ვალდებულების შეჩერებას ითხოვს

Nusagi

ევროკავშირის 12 ქვეყანა ევროკომისიას სთხოვს, გააუქმოს ნორმა, რომელიც ავიაკომპანიებს გაუქმებული რეისების სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდას ავალდებულებს.

ქვეყნების თხოვნის შესაბამისად, კორონავირუსის კრიზისის დროს გაუქმებული რეისების სანაცვლოდ, მგზავრებს უნდა შესთავაზონ ვაუჩერები, რომლის მოქმედება გარკვეული დროით შეიზღუდება.

წერილის ავტორების აზრით ამგვარად თავიდან აიცილებენ ავიაკომპანიების გაკოტრებას და მოქალაქეებს მომავალში საჰაერო მოგზაურობის სტიმულს კვლავ მისცემენ.

წერილს ხელს აწერენ ირლანდია, ბელგია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, პორტუგალია, კვიპროსი, საბერძნეთი, მალტა, ჩეხეთი, ბულგარეთი, ლატვია და პოლონეთი.

Facebook Comments
%d bloggers like this: