იმედის დარბევას და პატრკაციშვილის ამბავს თვითონ სააკაშვილ-მერაბიშვილ-გვარამია აღიარებენ და შალვა ნათელაშვილს რაღა დაემართა

Nusagi

იმედის დარბევას და ბადრი პატრკაციშვილის ამბავს თვითონ სააკაშვილ-მერაბიშვილ-გვარამია აღიარებენ და შალვა ნათელაშვილს რაღა დაემართა,-ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ნიკოლეიშვილი შალვა ნათელაშვილის იმ სტატუსს ეხმიანება, სადაც ნათელაშვილი ტელეკომპანია ,, იმედის“ ჟურნალისტებს ზონდერებს უწოდებს, ბადრი პატარკაციშილის ოჯახზე კი წერს – ,,სირცხვილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს“.

ლევან ნიკოლეიშილის თქმით, ნათელაშვილის ეს განცხადება შეიძლებოდა პოლიტიკური უმეცრებისთვის მიგვეწერა.

,, ამ განცხადებას ალბათ პოლიტიკური სიბეცე ან პოლიტიკური უმეცრობა უნდა უწოდო, რომ არ იცოდე, ვინ აკეთებს ამ განცხდებას ადამიანი, რომელსაც რომ ჰკითხო პოლიტიკური გამოცდილება და პოლიტიკური ბიოგრაფია გააჩნია, მაგრამ სააკაშვილთან და ნაცებთან მისმა ფინანსურ-პოლიტიკურმა ნათესაობამ, როგორც ჩანს პოლიტიკური ამნეზია და სკლეროზი გაუმძაფრა. სხვას რას უნდა დავაბრალოთ ეს ამბავი ნამდვილად არ ვიცი. იმედის დარბევას და ბადრი პატრკაციშვილის ამბავს თვითონ სააკაშვილ-მერაბიშვილ-გვარამია აღიარებენ და შალვა ნათელაშვილს რაღა დაემართა, თუმცა რაღა რა დაემართა, როცა ბადრი პატარკაციშვილი სიკვდილის გამპრავებლებთან საკმაოდ კომფორტულად ზის საკუთარ ოფისში, თუმცა ჯერ კიდევ როდის დაუთმო საკრებულოს თავჯდომარეობა სააკაშვილს გახსოვთ ალბათ, დაუთმო კი ? არა რა, ამას, არც პოლიტიკური სიბეცე, არც პოლიტიკური უმეცრობა, არც პოლიტიკური შეურაცხადობა არ ჰქვია, ამას სხვა რამე ჰქვია”,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: