ლევან რატიანის თქმით, „რემდესივირი“ მკვეთრ დადებით შედეგს არ იძლევა

Nusagi

ლევან რატიანმა პრეპარატ „რემდესივირთან“ საკუთარი დამოკიდებულება განმარტა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის თქმით, საქათველოში კორონავირუსის მკურნალობის სახელმწიფო პროტოკოლი ამ მედიკამენტის გამოყენებას ითვალისწინებს, თუმცა თავად რატიანი მისი გამოყენების რეკომენდაციას ვერ გასცემს, რადგან პრეპარატთან შეხება არ ჰქონია.

„მე ვარ რეანიმატოლოგი, ვარ მკურნალი ექიმი, ჩვენი სახელმწიფო პროტოკოლის ერთ-ერთი ავტორი, სადაც შეყვანილია პრეპარატ „რემდესივირზე“ მკურნალობა, მაგრამ მე პირადად მინდა გითხრათ, რომ ჩვენს კლინიკაში რემდესივიროთერაპია ამ ეტაპამდე არ გამოიყენება. ვინაიდან არსებობს უამრავი ფაქტი და რწმუნებულება იმასთან დაკავშირებით, რომ რემდესივიროთერაპია მკვეთრ დადებით შედეგს არ იძლევა და აქედან გამომდინარე გამოცდილება ამ პრეპარატის შესახებ მე პირადად არ გამაჩნია და აქედან გამომდინარე რეკომენდაციას ვერ გავუწევ“, – განმარტა რატიანმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: