მამუკა არეშიძე: უკრაინაში კარგად იციან, როგორი პრობლემების შექმნა შეუძლია მიხეილ სააკაშვილს

ძალიან კარგად იციან უკრაინაში, ვინ არის მიხეილ სააკაშვილი, როგორი ეპატაჟური და სკანდალური ფიგურაა და როგორი გაუწონასწორებელი ხასიათი აქვს და რაც მთავარია, როგორი პრობლემების შექმნა შეუძლია – ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, 2016 წელს ერთ-ერთ რადიოგადაცემაში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიიო სავალუტო ფონდი დაღუპავს უკრაინას და უკრაინელებმა პირველი, რაც უნდა გააკეთონ, სავალუტო ფონდი უნდა გააძევონ ქვეყნიდან.

„ახლა ამბობს აბსოლუტურად პირიქით, რომ მას შეუძლია სავალუტო ფონდთან სიტუაცია მოაგვაროს და ქვეყანას ახალი დონორული ტრანშები მოუტანოს და გამოასწოროს ფინანსური მდგომარეობა. თვითონ უკრაინელი ექსპერტები და პოლიტიკური მოღვაწეები აკეთებენ ამ თემაზე აქცენტს და მის ასე ვთქვათ ორპირობაზე და იციან, რომ პრობლემური ფიგურაა“-განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტის გარემოცვა ავრცელდებდა ხმებს იმის შესახებ, რომ სააკაშვილი ხდება უკრაინის ვიცე-პრემიერი.

„მისთვის ამ პოსტის შეთავაზებაც კი არ იყო ის, რასაც ის ელოდებოდა, რადგან ჩანდა, რომ ზელენსკის გუნდთან სერიოზული ნამუშევარი იყო სააკაშვილის შრომით მოწყობასთან დაკავშირებით და ამის საჭიროებაზე. რამდენადაც მის პერსონას ვიცნობ, მას არ შეუძლია იყოს მეორე პირი ნებისმიერ სიტუაციაში. სულ პატარა აქტივობის დროსაც ის უნდა იყოს აუცილებლად პირველი და ეს არის ბუნება და ეს მისი ბუნება მას ხელს უშლიდა ბევრ საქმეში, რომელიც შეიძლება სწორად იყო დაწყებული, მაგრამ შემდეგ ფიასკოთი მთავრდებოდა. ეს ეპატაჟურობა და არაპროგნოზირებადობა საკუთარ საქმიანობაშიც ძალიან ხშირად ხელს უშლიდა და საბოოო ჯამში, კრახამდე მიიყვანა“, – აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული