ნათელაშვილი: ივანიშვილის რეჟიმი ფაქტიურად უკვე იყო მორყეულ-მომპალი, პატარა ხელისკვრა უნდოდა და მათ ჩათვალეს, რომ კორონავირუსი მხსნელად მოევლინათ

Georgia's presidential candidate Shalva Natelashvili speaks during a meeting with supporters in the town of Dusheti, some 50 kilometers (31 miles) north of Tbilisi December 27, 2007. REUTERS/David Mdzinarishvili (GEORGIA)

Nusagi

ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა და განმარტა, თუ რატომ მიაჩნია, რომ ქვეყანაში კორონადიქტატურა დამყარდა.

მიისვე თქმით, ლეიბორისტულმა პარტიამ დღეს სარჩელი შეიტანა საქალაქო სასამართლოში მოთხოვნით: გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათი და არაადამიანური ჯარიმები, რომელიც საშულაო შემსოავალზე 20-ჯერ და 50-ჯერ მეტია.

“დღეს შევიტანეთ სარჩელი საქალაქო სასამართლოში,ბრიტანეთში საგანგებო წესების დარღვევის გამო 65 დოლარია ჯარიმა და აქ არის 3 ათასი, ლარი, 70-ჯერ მეტი, მაში, როცა ბრიტანეთში 65 ათასი ფუნტი სტერლინგია ხელფასი, პენსია, შემოსავალი, კომპენსაცია და აქ 65 დოლარი შემოსავალი ენატრება ხალხს. ამასთან ერთად, შეყარეს სახლებში და მთელ ერს გამოუცხადეს შინაპატიმრობა და უთხრეს, რომ ჩვენ პასუხს არ ვაგებთ თქვენს სიცოცხლეზე, თქვენს კვებაზე, თქვენს სამსახურზე, თქვენს უზურნველყოფაზე, დაარღვევთ? დაგსჯით, დაგაჯარიმებთ, მერე დაგიჭერთ. მეტი რა კორონადიქტატურა უნდა დამყარდეს იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი ფაქტიურად უკვე იყო მორყეულ-მომპალი, ერთი პატარა ხელისკვრა უნდოდა და მათ ჩათვალეს, რომ კორონავირუსი მხსნელად მოევლინათ. დაიწყეს რეჟიმის გამკაცრება, ჩაცხრა პოლიტიკური პროცესი, ობიექტურად ახლა მიტინგებზე ხალხის შეყრას ხომ არ დავიწყებთ.

გარკვეული სანიტარული, ეპიდემიური ნორმაბის დაცვა, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ ეს არის ქარიშხალი ჭიქაში გლობალურადაც, ხოლო ამ რეჟიმმა გამოიყენა ვიწრო ეგოისტურად, როგორც მას სჩვევია, მოინდომა მთლიანად გაენეიტრალებინა პოლიტიკური ცხოვრება, დაემყარებინა თავისი სახელისუფლებო არსებობის  პერსპექტივები და რაც მთავარია, რისი ინსტიქტიც არასდროს ტოვებს ამათ – ეშოვა ახალი მილიარდები და ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც გამოკრა ხელი 3,05 მილიარდ დოლარ კრედიტს, რომელსაც ჩვენ გადავიხდით მერე პროცენტებად. ეს კრედიტი გაუშა, არა ხალხთან, ეკონომიკაში, არამედ – თავის ბანკებში” –განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: