Advertisements

„პირველად მსოფლიოში, სწორედ თენგიზ ცერცვაძის გაიდლაინში ჩაიწერა ც-ჰეპატიტის მე-3 გენოტიპის ჰარვონით მკურნალობა“ – ექიმი ვალერი კვარაცხელია

“დღეს ძალიან ბევრი პოსტი წავიკითხე ბატონ თენიზ ცერცვაძესთან დაკავშირებით, თუ როგორ მკურნალობს ბატონი თენგიზი და მისი გუნდი კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს მედიკამენტებით რომლის შესახებ გუშინ ამერიკის პრეზიდენტი საუბრობდა როგორც დიდ მიღწევაზე ამერიკული მედიცინის.” – საქართველოს ელჩი ბელარუსში, პროფესიით ექიმი, ვალერი კვარაცხელია ბატონი თენგიზის ცერცვაძის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

Nusagi

“არ გამიკვირდა და იცით რატომ, იმიტომ რომ მონაწილე ვარ დებატების რომელიც იმართებოდა ც-ჰეპატიტის სახელმწიფო კომისიის სხდომებზე პრეპარატ ჰარვონთან დაკავშირებით.
არც ერთ გაიდლაინში მსოფლიოში არ იყო გამოყენებული იმ დროს ჰარვონი ც-ჰეპატიტის მე-3 გენოტიპის სამკურნალოდ.

პირველად მსოფლიოში ბატონი თენგიზის მეთაურობით გაკეთებულ გაიდლაინში ჩაიწერა ამ ფორმის ჰარვონით მკურნალობა (შედეგი საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის ცნობილია)

ეს გადაწყვეტილება მარტივი არ ყოფილა და ამის შესახებ როდესმე დავწერ(ეხლა ამის დრო არ არის).
დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ ამ უდიდესი მეცნიერის გადაწყვეტილების სისწორე.
წარმატებები ყველა ჩემს კოლეგას რომელიც დღეს წინა ხაზზეა და გმირულად ებრძვის ამ ვირუსს!” – წერს ვალერი კვარაცხელია.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed