“რეაქტიული პრემიერი გვყვავს, შესაბამისად, მთავრობაც ოპერატიულ რეჟიმში მუშაობს”

Nusagi

“არ შეგეშინდეთ, ხმამაღლა ვფიქრობ და ბარემ ჩაერთეთ ანიმაციის და კინოს სცენარებში.
თან, ფიქრები გადამიხტა-გადმომიხტა…

რეაქტიული პრემიერი გვყვავს, შესაბამისად, მთავრობაც ოპერატიულ რეჟიმში მუშაობს…
აი, რა ვქნა, შეიძლება, ვინმემ არ მომიწონოთ, მაგრამ მე აზარტული ადამიანი ვარ და მაქვს ხასიათში შეჯიბრითობა…
რისი თქმა მინდა ამით, ევროპის ძალიან ბევრ და ძალიან მძლავრ ქვეყანას რომ ვუსწრებთ კორონას “გვირგვინის” გარბენში, რომლის ფინიში ჯერ არ ჩანს, თუმცა სტარტიდან დაწყებული, წრეებზე როგორ ჩამოვიტოვეთ იტალია, ესპანეთი, გერმანია, ნიდერლანდები, და ასე შემდეგ ..
მინდა სარმოიდგინოთ სპორტულ სამარშრუტო წრეებზე რომ მძლეოსნები დარბიან… ან თუნდაც სტადიონზე, ან თუნდავ ფორმულა 1 , რომ წრეებზე დაშხუის, დააკარით ქვეყნების დროშები და გაუშვით სასწრაფოს მანქანები ქვეყნების დროშებით წრეებზე ანიმაციაში. მე ასე წარმომიდგენია, თავის სამედიცინო “პიტ-სტოპებით”…  ოღონდ “შოფერი” პრემიერია, რომელსაც რეანემობილში , გვერდით და სალონში ცერცვაძე-გამყრელიძე-იმნაძე-ეზუგბაია-ენდელაძე- ავადმყოფი -საქართველო საკაცეზე მულტფილმში არ უნდა გამოგვრჩეს ოქროს რეზერვების Loveნ რატიანის რეანემობილში შემოხტომა ან პიტ სტოპზე ან პროფილაქტიკით ამ გზაზე , მოკლედ ამ გარბენში უნდა იყოს! … ამ გარბენში უნდა შემოვიდეს “ჩრდილოვანი” (რადგან ეკრანს ერიდება) დავით გადელია თავის კორონავირუსიანებით (ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა)… არა რა… უმაგრესი ანიმაციის აწყობა შეიძლება … მე თვითონ მომეწონა ჩემი მოგონილი და უცბად მთავრობაც გამახსენდა… დამისერიოზულდა აზრები.
არ დავმალავ და თურნავას მიმართ დადებითად განვეწწყვე, მომწონს მისი აუღელვებელი და ვაჟკაცური გამოსვლები… ნუ , მე , იმის შიში აღარ მქონდა, რომ “რამის ყიდვას ვერ მოასწრებენ”, “ან რამეს ვერ იშოვნიან”, “ან გამოსავალს ვერ იპპოვის და გაეჭედება”.. ძალიან სწრაფად ერევა აგორებულ პრობლემას… ჩემი ხედვით…
ასევე, ძალიან მამშვიდებდა თამარ გამუნიას გამოსვლები და მაკმაყოფილებდა მინისტრის ახსნა-განმარტებებიც… სულ ვიცოდი, რომ საავადმყოფოები მზადყოფნაშია, გეგმიური ოპერაციები დროულად გადაიტანეს, კლინიკების პერსონალი გადაამზადეს … მოკლედ, არ შემშინებია, რომ ლოგინები და აპარატები არ ეყოფათ, ან არ ექნებათ, ან შენობები შემოაკლდებათ, ან ექიმები და დანარჩენი მედპერსონალი… ფაქტია, რომ წინსწრებით ჰყავდათ და ჰქონდათ მზად ყველაფერი!…
მოკლედ , მულტფილმი კი არა, სრულმეტრაჟიანი კინოა გადასაღები , თავის ყველაფრით, მთელი დაძაბულობებით, ექიმებზე თავდასხმეის მცდელობებით და პოლიტიკურ ინტრიგებში ჩათრევის მცდელობებით და ა.შ…. ეს 6 თვე საქართველოს ისტორიას უნდა დარჩეს… 6 თვეს იმიტომ ვამბობ, რომ ადრე ვთქვი და გამართლდა, აპრილის ბოლოდან დაღმასვლა დაიქყებამეთკი, მაისიდან ეკონომიკის აღდგენა…
ჩემი აზრით , მაისში იმდენად დალაგდება ყველაფერი და ივნისის შუა რიცხვებამდე , რომ 1 ივლისიდან ტურისტების მიღებაც კი უნდა დავიწყოთ….
p.s. მე მეტსაც ვფიქრობ, უკვე ისეთი ტესტები მოიგონეს და იმდენად მოიმატებს სანდოობა, რომ შუა ივნისიდანაც შეიძლება ტურიზმის გახსნა… მით უმეტეს, რომ ივნისში, კორონავირუსი იქნება დასუსტებული , გადაგრიპებული ვირუსი, რომელიც მზეზე კვდება…

p.p.s. აზრზე ხართ, რეებზე ვფიქრობ დილიდან? არადა ეს პატარა ინფორმაცია წავიკითხე და შევყევი ფიქრებს, სულ ეს იყო
ყველას ჯინაზე, ყველაფერი კარგად იქნება
მოკვდი მტერო, იხარე ერო!

გიორგი გახარია: საქართველოში ჩინეთიდან ჯანდაცვის სექტორისთვის განკუთვნილი 52 ტონა ტვირთი ჩამოვიდა, მათ შორის, 40 000 PCR ტესტი, 20 000 ანტისხეულების ტესტი, ასევე, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები – კომბინიზონები, ხელთათმანები, ხალათები, ბახილები, თერმომეტრები, დამცავი სათვალეები და სხვა სამედიცინო ნივთები” – წერს მანჩო გიორგობიანი ფეისბუქზე.

Facebook Comments
%d bloggers like this: