Advertisements

როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები

“ყველა იმ შესაძლო გამოსავალზე ვმუშაობთ როგორ შეიძლება ჩატარდეს ეროვნული გამოცდები”, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

Nusagi

“ჯანდაცვის სამინისტრო ყველა უწყებისთვის გასცემს რეკომენდაციებს და რა თქმა უნდა გამონაკლისი არ არის განათლების სამინისტრო. ერთობლივად ვმუშაობთ ყველა იმ შესაძლო გამოსავალზე, როგორ შეიძლება ჩატარდეს ეროვნული გამოცდები. გადაწყვეტილებები მიღებული იქნება მას შემდეგ, როდესაც ეს ფაქტი დადგება და ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცნობილი იქნება იმ ეტაპისთვის ეპიდმდგომარეობა საქართველოში”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed