Advertisements

სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა გასათვალისწინებელ უკმაყოფილებას იწვევს და ორმხრივ ურთიერთობებს გარღვევას უქადის – უკრაინის პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე Atlantic Council-ის სტატიაში

The Vice Prime Minister for Euro-Atlantic Integration of Ukraine, Ivanna Klympush-Tsintsadze visits NATO and meets with NATO Secretary General Jens Stoltenberg

„სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა გასათვალისწინებელ უკმაყოფილებას იწვევს უკრაინის ქართველ პარტნიორებს შორის და ეს ორმხრივ ურთიერთობებს სერიოზულ გარღვევას უქადის„ – უკრაინის პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ივანა კლიმპუშ-ცინცაძის ამ მოსაზრებას Atlantic Council აქვეყნებს სტატიაში სათაურით „ ნუთუ უკრაინისთვის სწორი არჩევანია სააკაშვილი?
მისი თქმით, თუ სააკაშვილი დაინიშნება, შეიძლება ველოდოთ ჰიპერაქტიურ მოქმედებებსა და სკანდალებს, რაც თან სდევდა ხოლმე უკრაინის პოლიტიკურ ავანსცენაზე მის წინამორბედ გამოჩენებს.
ივანა კლიმპუშ-ცინცაძე მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული დანიშვნით პრეზიდენტი ზელენსკი ცდილობს გამოაცოცხლოს მისი ადმინისტრაციის პოლიტიკური საპნის ოპერა.
„მას ალბათ სჭირდება ეს, რათა ყურადღება ხალხს გადაატანინოს მისი არაეფექტურობისა და პროფესიონალიზმის უკმარისობისგან. თუ სააკაშვილი დაინიშნება, შეიძლება ველოდოთ ჰიპერაქტიურ მოქმედებებსა და სკანდალებს, რაც თან სდევდა ხოლმე უკრაინის პოლიტიკურ ავანსცენაზე მის წინამორბედ გამოჩენებს. სააკაშვილმა ვერ შეძლო რაიმე პრაქტიკული შედეგის მიღწევა ოდესის რეგიონის გუბერნატორობისას. ხსენებულის ნაცვლად, მან ქაოსი და უკრაინის კანონმდებლობის მრავლობითი დარღვევები შემოიტანა. მის კანდიდატურას დამატებითი წუხილი უკავშირდება საერთაშორისო დონეზეც. რამდენიმე სასამართლო განჩინება შევიდა ძალაში სააკაშვილის წინააღმდეგ 2018 წელს საქართველოში. მისი შესაძლო დანიშვნა გასათვალისწინებელ უკმაყოფილებას იწვევს უკრაინის ქართველ პარტნიორებს შორის და ეს ორმხრივ ურთიერთობებს სერიოზულ გარღვევას უქადის” – აცხადებს უკრაინის პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.
სტატიაში ასევე სხვა მოსაზრებებსაც ვკითხულობთ.
გლობალურ საქმეთა ანალიტიკოს მიქაელ ბიწიურკოვს აინტერესებს, რატომ დასჭირდა პრეზიდენტ ზელენსკის კადრის გარედან მოყვანა.
„ქრისტიანული სამყაროს მიერ იესოს მკდვრეთით აღდგომის დღესასწაულიდან მალევე უკრაინამ საკუთარი პოლიტიკური აღდგომის სასწაული იხილა ქვეყნის ტურბულენტულ პოლიტიკურ სცენაზე მიხეილ სააკაშვილის დაუბრუნების სახით. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ალბათ კატებზე მეტი ინკარნაცია უწერია. სააკაშვილის დანიშნვა არ იქნება სრულად უპრეცედენტო. ადრე ვხუმრობდი კიდეც, რომ უკრაინის მთავრობაში იმდენი ქართველი მუშაობს, რამდენი ქართული რესტორანიცაა კიევში. ალბათ ისინი უკეთ უღებენ ალღოს უკრაინული პოლიტიკის გაუგებრობებს და ბიუროკრატიას, ვიდრე ზოგიერთი ადგილობრივი. მზად ვარ სააკაშვილს ეჭვებში დავუთმო, განსაკუთრებით ქუჩის-ამყოლი ნამდვილი რეფორმატორობის გამო. თუმცა, არ გაგიკვირდეთ თუ მისი ცნობილი ეგო და თეატრალური წარმოდგენებისადმი მიდრეკილება ზელენსკის – და უფრო მნიშვნელოვნად – უკრაინელ ხალხს გააღიზიანებს. ნუთუ სახლის სახურავზე მომწყვდეული კატასავით დასჭირდება ყოფილ ქართველ პრეზიდენტს დახსნა იმ პოლიტიკური სიმაღლეებიდან, რომლებზე აცოცება არც უნდა გაიფიქროს?“ – ამბობს ანალიტიკოსი.
ოდესის ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ვოლოდიმირ დუბოვიკის ტქმით, სააკაშვილისთვის ვიცე-პრემიერის თანამდებობის შეთავაზების გადაწყვეტილება უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების სასოწარკვეთაზე უფრო მეტყველებს.
„ის მყისიერად ვერ და არ დაიწყებს რეფორმებს. ის არ იქნება გუნდური მოთამაშე და ამის ნაცვლად მთავრობის სხვა წევრებთან კონფლიქტში შევა. ამით არის მისი შესაძლო დანიშვნა ზელენსკის მთავრობის დაზიანებული რეფორმული განზრახვების დროებითი გადაფარვის მცდელობა” – მიიჩნევს დუბოვიკი.

Nusagi
Facebook Comments
Advertisements

You may have missed