უკრაინის რადას დეპუტატი მიხეილ სააკაშვილს ურჩევს, მემუარები წეროს

Nusagi

უკრაინის რადას დეპუტატი ირინა ფრიზი მიხეილ სააკაშვილს ურჩევს, მემუარები წეროს. ამის შესახემ დეპუტატმა POSTV- ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ განაცხადა.

დეპუტატი ინტერვიუში სააკაშვილის, როგორც პიროვნების მიმართ მის პირად დამოკიდებულებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ცარიელი ტრაბახია სააკაშვილის გამონათქვამები იმის შესახებ, რომ ერთადერთია, ვისაც უკრაინის ეკონომიკის გადარჩენა შეუძლია „ცარიელი ტრაბახია, იმიტომ, რომ როცა ღრმად შეისწავლი საქართველოში ჩატარებული რეფორმების შედეგებს, მიხვდები, რეალურად ვინ ატარებდა ე.წ. რეფორმებს საქართველოში და ვინ იყო ამ რეფორმების ფიქტიური ფასადი, რომელიც ამით პიარდივიდენდებს იღებდა და რეფორმატორის სახელს იქმნიდა“ განაცხადა ირინა ფრიზმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: