Advertisements

„შენ ხარ კაცი, რომელსაც შეგიძლია ,,გააპრავო” მკვლელები, ჩაეხუტო მათ, ფული აიღო და ახლობლები ფეხებზე დაიკიდო“

ექსპერტი ირაკლი ლატარია „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს შალვა ნათელაშვილს მიმართავს, რომელმაც სოციალურ ქსელში ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი და ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტები გალანძღა:

Nusagi

„გარეწარ, პოლიტიკურ ,,პრასტიტუტკა” შალვა ნათელაშვილს ვპასუხობ – სადაც კი უსინდისობაზე, ქრთამზე, გაყიდვაზე, უნამუსობაზე არის საუბარი ყველგან მახსენდები შენ, კი, ზუსტად შენ. ის კაცი, რომელსაც შეგიძლია ,,გააპრავო” მკვლელები, ჩაეხუტო მათ, ფული აიღო. ამ ფულით მხოლოდ საკუთარი სული გაინელო და სხვები, შენი ძალიან ახლობლებიც კი ფეხებზე დაიკიდო.
შენ ხარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყველაფერზე წავიდეს, შეუძლია აგინოს მოკლულ ბადრის და დაიცვას ისინი, ვისაც მის მკვლელობაში აქვს წვლილი მიღებული.
ტელეკომპანია „იმედს” რომ ეხები, ჯერ რეიტინგები ნახე და მხოლოდ ამის შემდეგ ამოდგი შენი ბინძური ენა.
ოდესმე თუ ვასწავლე საჯარო პოლიტიკა და მმართველობა, აუცილებლად ჩემს სტუდენტებს გავაცნობ შენს ბიოგრაფიას სახელწოდებით, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი და ზოგადად კაცი”,- წერს ირაკლი ლატარია.

გუშინ შალვა ნათელაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

„სწორი ნათქვამია—-საკმარისია ადამიანმა დაკარგოს სინდისი და მისთვის ცხოვრება ხდება მშვენიერი და საამური.ამ სტადიაშია, ოღონდ კოლექტიურად ტელეკომპანია იმედი რომლის გადარჩენასაც 2007 წელს კინაღამ ფიზიკურად შევეწირე. კიდევ ერთხელ სირცხვილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის იმ წარმომადგელებს, ვინც ბადრის ფაქტობრივ მკვლელ ივანიშვილს ეს პატარკაციშვილისგან ქართველ ხალხზე ნაჩუქარი ტელევიზია გადასცა. სირცხვილი უსირცხვილო ჟურნალის–ზონდერებს რომელნიც შხამს და სიცრუეს აფრქვევენ მწვანე დოლარების სანაცვლოდ“ – ვკითხულობთ შალვა ნათელაშვილის ფეისბუქ-გვერდზე.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed