Advertisements

ამირან გამყრელიძე: ამ ეტაპისთვის გარკვეულწილად შევაკავეთ ეპიდემია

ჩვენ ქართველებს კარგი გამოთქმა გვაქვს, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო. უნდა დაველოდოთ ჯერ. ამ ეტაპისთვის გარკვეულწილად შევაკავეთ ეპიდემია. ეპიდემია არის ქვეყანაში და დიდხანს გაგრძელდა შეკავების ფაზა, სანამ შიდა გავრცელება არ დაგვიფიქსირდა – 22-23 მარტს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

Nusagi

ამირან გამყრელიძის თქმით, ის რომ ქვეყანაში დიდხანს გაგრძელდა შეკავების ფაზა, არ არის ერთი რომელიღაცა უწყების ან ერთი რომელიმე ღონისძიების შედეგი, არამედ კომპლექსურად ამუშავდა ღონისძიებები.

„კარგად მახსოვს იანვრის შუა რიცხვები. ჩვენ ვფლობდით ინფორმაციას, რომ რაღაცა ხდებოდა. ამოვიღეთ ინფორმაცია 2009-2010 წლების, რომელიც პანდემიური გრიპის დროს იყო შემუშავებული. ღორის გრიპის დროს. გეგმა გვქონდა შემუშავებული 2014-ში, როდესაც ებოლა დაიწყო. იანვრის შუა რიცხვებში დავიწყეთ მზადება ღონისძიებებისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული