გია ვოლსკი – სამწუხაროდ, საქართველოში ოპოზიცია აღარ არსებობს, ჩამოყალიბდა სააკაშვილის რაღაც კლასტერი

სამწუხაროდ, საქართველოში ოპოზიცია აღარ არსებობს, ჩამოყალიბდა სააკაშვილის რაღაც კლასტერი, რომელიც ორინტირებულია დესტრუქციაზე და ყველა მათი გამონათქვამი მიმართულია სწორედ ამისაკენ,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებს.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, საერთაშორისო მედიის შეფასება ბიძინა ივანიშვლის ქველმოქმედებასთან დაკავშირებით მისასალმებელია, ოპოზიცია კი ცდილობს ყველაფერს ჩრდილი მიაყენოს.

„ოპოზიცია თავის კლასიკური გაგებით ნიშნავს პოლიტიკოსთა, ექსპერტთა გაერთიანებას, რომელიც უკეთესი გადაწყვეტილების ძიებაზე არის ორიენტირებული, ასეთი რამ სამწუხაროდ, საქართველოში არ ხდება. რაც შეეხება კონკრეტულ სტატისებს, აქ ეჭვის შეტანა შეიძლება, რა თქმა უნდა, რომ არ იყოს კონკრეტული ფაქტები, იგივე ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეული ქველმოქმედება და არა მარტო ამ შემთხვევაში, როცა ვირუსს ვებრძვით, არამედ ზოგადად მისი საქმიანობა ამ სფეროში. ნებისმიერი შეფასება, რომელიც გაისმის არა მარტო მედიიდან, არამედ საკმაოდ მაღალი ოფიციალური დონეებიდან, არის რეალური, არის მისაღები და პირიქით მისასალმებელია და წესით, რეალური ოპოზიცია რომ არსებობდეს, ისინიც სიამოვნებით უნდა აღნიშნავდნენ იმას, რაც პოზიტიურია. სამწუხაროა, რომ მოიძებნა ადამიანთა ჯგუფი სააკაშვილის კლასტერიდან, რომელიც ამას არ დაგიდევს და ცდილობს ყველაფერს ჩრდილი მიაყენოს, რასაც პოზიტივი ჰქვია,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

Facebook Comments

ახალი დადებული