გიორგი ცუცქირიძე: უპრეცედენტო საერთაშორისო აღიარებების ფონზე, ნაციონალურ ოპოფლანგზე მოდრეიფე ქართული ოპოზიცია დღემდე ჯიუტად და ურცხვად ამტკიცებს „ქართული ოცნების“ და პრემიერ გახარიას პრორუსულობას

Nusagi

უპრეცედენტო საერთაშორისო აღიარებების ფონზე, ნაციონალურ ოპოფლანგზე მოდრეიფე ქართული ოპოზიცია დღემდე ჯიუტად და ურცხვად ამტკიცებს „ქართული ოცნების“ და პრემიერ გახარიას პრორუსულობას, დემოკრატიული ინსტიტუტების შეზღუდვას თუ ეკონომიკის ჩამოშლას,- ამის შესახებ გიორგი ცუცქირიძე, ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს და ევროდეპუტატის მიერ „რეაქშენ.ლაიფზე“ გამოქვეყნებულ საავტორო სტატიას „გააძლიერეთ ნატო, დაეხმარეთ საქართველოს, დაიცავით დასავლეთი“ ეხმიანება.

მისი თქმით, საქართველო დასავლური ოჯახის წევრობას ნამდვილად იმსახურებს და ამას თუნდაც სოლიდურ საერთაშორისო ფინანსურ დახმარებასთან ერთად, კოვიდ 19 -ის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობაზე აშშ-ის, ევროკავშირის და ევროკომისიის აღიარებებიც ცხადყოფს.

„ საქართველოს სჭირდება დასავლეთის მხარდაჭერა“, ამის შესახებ წერს გავლენიანი ევროდეპუტატი დიდი ბრიტანეთიდან კეროლ კორსკი „რეაქშენ.ლაიფზე“ გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში. ეს სტატია, რამდენიმე კუთხით არის ჩვენთვის საინტერესო. სტატიაში ხაზგასმულია ის პროგრესი, რომელიც ქვეყანამ ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ მართველობის პერიოდში განიცადა, გატარებული სისტემური და ეკონომიკური რეფორმების შედეგად. ამის თვალსაჩინო მაგალითად კი მოყვანილია სიღარიბის დონის მნიშვნელოვნად შემცირება და წინსვლა საერთაშორისო რეიტინგებში, რომელიც ასახულია მსოფლიო ბანკის, Heritage ფონდის თუ სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევებში. ეს არის ლიდერი ქვეყანა ბიზნესის წამოწყების კუთხით, ასევე მე -12 ადგილით ეკონომიკური თავისუფლების ინდექსითაც, რომლის მიხედვით უსწრებს შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ბევრ წევრ სახელმწიფოს- აღნიშნავს, ევროპარლამნეტარი. ამ წერილის მთავარი გზავნილი კი დასავლეთის პოლიტიკურ წრეებისათვის არის ის, რომ საქართველოს ჭირდება დასავლეთის უფრო მეტი და მტკიცე მხარდაჭერა, მით უმეტეს, ქვეყანას ჰყავს პროდასავლური მთავრობა, რომლის მეთაური გიორგი გახარია ღიად გამოხატავს ალიანსში და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს, რასაც საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტის მხარდაჭერა აქვს.

ჩვენი მხრიდან დავძენ, რომ საქართველო დასავლური ოჯახის წევრობას ნამდვილად იმსახურებს, ამას თუნდაც სოლიდურ საერთაშორისო ფინანსური დახმარებასთან ერთად, კოვიდ 19 -ის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობაზე აშშ-ის, ევროკავშირის და ევროკომისიის აღიარებებიც ცხადყოფს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ უპრეცედენტო საერთაშორისო აღიარებების ფონზე, ნაციონალურ ოპოფლანგზე მოდრეიფე ქართული ოპოზიცია დღემდე ჯიუტად და ურცხვად ამტკიცებს „ქართული ოცნების“ და პრემიერ გახარიას პრორუსულობას, დემოკრატიული ინსტიტუტების შეზღუდვას თუ ეკონომიკის ჩამოშლას. „რუსი ოლიგარქის“ მიერ ძალაუფლების მიტაცების თემაზე აღარაფერს ვიტყვი.”,- წერს გიორგი ცუცქირიძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: