კორონავირუსით ინფიცირებულმა რუსეთის პრემიერმა მოსახლეობას მიმართა

Nusagi

კორონავირუსით ინფიცირებულმა რუსეთის პრემიერმა Россия 24-ის ეთერით მოსახლეობას მიმართა. მიხეილ მიშუსტინმა რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა მაქსიმალურად სერიოზულად მოეკიდონ ინფექციას და სახლში დარჩნენ.

„წინ მაისის დღესასწაულები გველოდება. ყველას გთხოვთ სახლში დარჩეთ და რეკომენდაციები დაიცვათ“ – განაცხადა მიშუსტინმა.

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხის შესახებ პრემიერმა ვლადიმერ პუტინს თავად აცნობა.

მთავრობის მეთაურის მოვალეობის დროებით შემსრულებლად მიშუსტინმა პირველი ვიცე-პრემიერის ანდრეი ბელოუსოვის კანდიდატურა დაასახელა. პუტინი ამ შეთავაზებას დათანხმდა და მიშუსტინს დაპირდა, რომ შესაბამის ბრძანებას დღესვე ხელს მოაწერს.

ბოლო 24 საათის მანძილზე რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 7099 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: