მოძრაობა „შეცვალე“ – „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ გაუქმდა ოპოზიციურად განწყობილი რამდენიმე პირის კუთვნილი გვერდი

Nusagi

მოძრაობა „შეცვალე“ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ გაუქმდა ოპოზიციურად განწყობილი რამდენიმე პირის კუთვნილი გვერდი.

“რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელ „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ გაუქმდა ოპოზიციურად განწყობილი რამდენიმე პირის კუთვნილი გვერდი, მათ შორის არის მოძრაობა „შეცვალეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ნიკა ნოზაძის გვერდი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის “ქართული ოცნების” მიზანმიმართული შეტევა თავისუფალ სიტყვაზე, ეს არის თავდასხმა ქართულ აქტივიზმზე, რათა ქვეყანაში არ გაჟღერდეს კრიტიკული აზრი”, – ნათქვამია „შეცვალეს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: