Advertisements

„ომის დროს ბავშვებს მეზობელს ან ნათესავს მაინც ჩააბარებდი და ახლა კეთროვანებივით იჯდნენ გამოკეტილები სახლში“

სოციალური ქსელის მომხმარებელი ქეთი ქვიჩიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:„ორი დღე ცხელების ცენტრში გავატარე მაგრამ არც ლაივი ჩამირთავს და არც დამიპოსტავს, როგორც მეგონა მოვიქცეოდი. 5 დღე მქონდა სიცხე ,ყელის ტკივილი და დიარეა,ოჯახის ექიმა გადაწყვეტილება თავად მიიღო და ტესტის გასაკეთებლად გამამწესა. ღამე წამიყვანეს .ბავშვები მარტო დავტოვე სხვა გზა არ მქონდა ვინ დაიტოვებდა ამ დროს, სანამ პასუხი არ იქნებოდა, თან კომენტანტის საათის დროს.

Nusagi

ნიტა იდგა ფანჯარაში და ჩუმად ტიროდა თურმე.112 სრული ეკიპირებით დამხვდა. უკან ჩამსვეს, კონტაქტის გარეშე. ცხელების ცენტრში თვალებამოღამებული ექიმები და მედდები დამხვდნენ,ორი კვირაა აქ ვართო და კიდევ ორი კვირა აქ უნდა ვიყოთო – ახალგაზრდა მედდამ. მიმიყვანეს თუ არა ,ეგრევე სისხლის ანალიზი ამიღეს ,რენტგენი გადამიღეს ,გადასხმა გამიკეთეს და პსრ ტესტი ამიღეს ცხვირიდან და ხახიდან .ოთახში მარტო ვიყავი და გარეთ დერეფანში გასვლა არ შეიძლებოდა. მეორე დღის 5 საათზე უარყოფითი პასუხი მოვიდა ,სხვაგვარად არც მეგონა 2 კვირის წინ მარტო პურზე ვიყაცი ჩასული და აფთიაქში ,მაგრამ ახლა ვისაც სიცხე აქვს და ცოტა საეჭვოა, ყველას ვტესტავთო . ეს ენტერო ვირუსი საიდან მოვიდა ეგეც ხომ სასწაულია. ცხელების ცენტრში იმ დღეს ყველა უარყოფითი პასუხი იყო . 9 საათზე ძლივს მოვასწარი კომენდანტის საათს სახლში მოსვლა . მერე ვფიქრობდი ომის დროს ბავშვებს მეზობელს ან ნათესავს მაინც ჩააბარებდი და ახლა კეთროვანებივით იჯდნენ გამოკეტილები სახლში პასუხის მოლოდინში .ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა და დამთრგუნა .იმედი მაქვს მალე დასრულდება. უკვე ადაპტაციაზე ფიქრიც კი მზარავს და თქვენი არ ვიცი p.s.სამჯერადი კვება გვქონდა დიეტური. მთლად ექსპედიცია არ იყო მარა კოვიდ19 მაინც ჯობდა“ – წერს ქეთი ქვიჩიძე. 

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული