Advertisements

რადას წევრი: სააკაშვილზე საქართველოს ხელისუფლების პოზიციის მოსმენა მნიშვნელოვანია

“სააკაშვილის შესახებ ქართველი კოლეგების პოზიციის მოსმენა მნიშვნელოვანია”,- ამის შესახებ უკრაინის “ვერხოვნაია რადას” დეპუტატმა დიმიტრი რაზუმკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და სამთავრობო პოსტებზე პირების დანიშვნის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს, თუმცა საქართველოს პოზიცია საყრადღებოა.

“საქართველო უკრაინის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და მათი პოზიციის მოსმენა საჭიროა და ეს სწორია”,-აღნიშნა რაზუმკოვმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ვიცე-პრემიერის პოსტზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის საკითხი აღარ განიხლება, თუმცა, ცნობილია, რომ უკრაინის ხელისუფლებაში ის სხვა თანამდებობას დაიკავეს.

Facebook Comments
Advertisements