როცა სააკაშვილის მთავრობის ლობისტები ღიმილიანი საქართველოს იმიჯს ჰყიდნენ, ქვეყანა 1-ელ ადგილზე მოხვდა ევროპაში მოსახლეობასთან პატიმრების რიცხვის თანაფარდობით, დატერორებული ბიზნესით, მოსმენებით და თვალთვალით

Nusagi

საერთაშორისო “გაპრავების” ინსტრუმენტად ლობისტების გამოყენების პრაქტიკა სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების დროს დამკვიდრდა და მათი დისკრედიტაციაც მაშინ მოხდა, ენდიაის კვლევებისა არ იყოს როდესაც სააკაშვილის მთავრობის ლობისტები ღიმილიანი საქართველოს იმიჯს ჰყიდნენ, ქვეყანა 1 ადგილზე მოხვდა ევროპის მასშტაბით, მოსახლეობის რაოდენობასთან პატიმრების რიცხვის თანაფარდობით, 99.99% -იანი გამამტყუნებელი განაჩენებით, ღამის ნოტარიუსების ნოუ-ჰაუთი და დატერორებული ბიზნესის მასშტაბით, მოსმენებით და თვალთვალით ,- საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში ,,ბლოგს“ აქვეყნებს, სადაც საუბრობს თუ როგორ არ მოეწონა ქართულ ოპოზიციურ მედიას ბრიტანული „ტელეგრაფის“ სტატია ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე და რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, სოფიკო ვასაძის ,,კრიტიკულ“ წერილს ეხმიანება, რომელიც ვასაძემ ბრიტანულ გამოცემა ,,ტელეგრაფში“ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას „ყოფილი ქარხნის მუშა დღეს მსოფლიოში ყველაზე გულუხვი დონორია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“ მიუძღვნა.

ნიკოლაშვილის თქმით, ცხრაწლიანი მმართველობისას არ ყოფილა ერთი დღეც, როდესაც სააკაშვილის მთავრობას არ ესარგებლოს ლობისტთა მომსახურებით, გაუმჭვირვალედ, ოპოზიციისგან საიდუმლო გრიფით დამალული კონტრაქტებით და მიტაცებული ტელეარხებით მოყოლილი ამბები დემოკრატიის შუქურაზე ინგლისურენოვანი სპიკერებით.

საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო “გაპრავების” ინსტრუმენტად ლობისტების გამოყენების პრაქტიკა სწორედ სააკაშვილის მთავრობის დამკვიდრდა და მათი დისკრედიტაციაც მაშინ მოხდა.

,,ლობისტებთან ურთიერთობა და მათი ქმედითი გამოყენება სააკაშვილის ხელისუფლებას უკავშირდება. გრინბერგ-როზნერი, ორიონ სტრატეჯი, რენდი შენემანი და ბათუ ქუთელია, გიგა ბოკერიას ხელმოწერილი კონტრაქტები და ამბები. ცხრაწლიანი მმართველობისას არ ყოფილა ერთი დღეც კი ისეთი, როდესაც სააკაშვილის მთავრობას არ ესარგებლოს ლობისტთა მომსახურებით, გაუმჭვირვალედ, ოპოზიციისგან საიდუმლო გრიფით დამალული კონტრაქტებით და მიტაცებული ტელეარხებით მოყოლილი ამბები დემოკრატიის შუქურაზე ინგლისურენოვანი სპიკერებით. როდესაც ლობისტები ღიმილიანი საქართველოს იმიჯს ჰყიდნენ, ქვეყანა 1 ადგილზე მოხვდა ევროპის მასშტაბით მოსახლეობის რაოდენობასთან პატიმრების რიცხვის თანაფარდობით; 99.99%_იანი გამამტყუნებელი განაჩენებით, ღამის ნოტარიუსების ნოუ-ჰაუთი და დატერორებული ბიზნესის მასშტაბით, მოსმენებით და თვალთვალით. საერთაშორისო “გაპრავების” ინსტრუმენტად ლობისტების გამოყენების პრაქტიკა სწორედ მაშინ დამკვიდრდა და მათი დისკრედიტაციაც მაშინ მოხდა, ენდიაის კვლევებისა არ იყოს“,- წერს გურამ ნიკოლაშვილი. საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი იმის მიზეზად, რომ ჟურნალისტი სოფიკო ვასაძე მთავრობის და ოცნების ლობისტურ კონტრაქტებს ერთ ყულაბაში ყრის, სააკაშვილის მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას ასახელებს, როცა პარტიის და სახელმწიფოს გარჩევა არ იყო ადვილი საქმე. ,,მიუხედავად ბევრი ძიებისა, ჟურნალისტმა მაინც ვერ გაარკვია, რომელმა ლობისტმა მიაწოდა ტელეგრაფს სიმართლე, მთავრობის თუ ოცნების“,- წერს გურამ ნიკოლაშვილი

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: