საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

Nusagi

საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა 83 წლის მამაკაცი, რომელსაც ჰქონდა სხვა თანმხლები დაავადებები, მათ შორის დიაბეტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ამავე ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 566-ს შედგენს. მათგან გამოჯანმრთელებულია 207 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია – 5320 პირი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: