Advertisements

შეიძლება დაწერონ ლევანი ქალიაო და ილაპარაკეთ ახლა რამდენიც გინდათ… იქნებ მეც შემიცვალოთ სქესი?

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ საავადმყოფოში კარანტინი ახლა არ გამოცხადებულა და კლინიკა აღნიშნულ რეჟიმში 11 მარტიდან მუშაობს.

Nusagi

„ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რატიანმა საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის დაინფიცირების შესახებ ინფორმაციაც უარყო და აღნიშნა, რომ ცალკეული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.

“11 მარტიდან სულ ამ რეჟიმში ვართ, საგანგებო სიტუაციაში, ყურებზე დავდივართ და არ გრცხვენიათ, ამდენს რომ რეკავთ? არ ვიცი, ვინ რა დაწერა, შეიძლება დაწერონ ლევანი ქალიაო და ილაპარაკეთ ახლა რამდენიც გინდათ… იქნებ მეც შემიცვალოთ სქესი?

რა კარანტინი, რის კარანტინი, საგანგებო სიტუაციაშია კლინიკა 11 მარტიდან მოყოლებული,” – განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი კორონავირუსით დაინფიცირდა, რის გამოც კლინიკა კარანტინის რეჟიმზე გადავიდა.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed