Advertisements

ცოტნე გამსახურდიას ევროპაში გადაყვანა კორონავირუსის გამო შეფერხდა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას ევროპის ერთერთ საუკეთესო ნეიროსარეაბილიტაციო ცენტრში გადაყვანა ახალი კორონავირუსის გამო შეფერხდა.

Nusagi

გამსახურდიას მეუღლის ანა ჯაბაურის განცხადებით, ცოტნეს მდგომარეობა ნელი ტემპით, მაგრამ მაინც უმჯობესდება

„ცოტნე თურქეთში ერთერთ სარეაბილიტაციო ცენტრში აქტიური რეაბილიტაციის კურსს იტარებს. ჩვენი გეგმები ცოტნეს ევროპაში გადაყვანასთან დაკავშირებით კორონავირუსის გამო შეფერხდა, თუმცა, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ველოდებით საზღვრების გახსნას, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ცოტნე ევროპის ერთერთ საუკეთესო ნეიროსარეაბილიტაციო ცენტრში გააგრძელებს მკურნალობას. მისი მდგომარეობა ნელი ტემპით, მაგრამ მაინც უმჯობესდება“, – განუცხადა pia.ge-ს ანა ჯაბაურმა.

საქათველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია, ვერაზე 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. გამსახურდია მკურნალობის კურსს ამ დრომდე გადის.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული