ჭ რომელია, ბანტიანი ხოოოო? – თანდათან ჩნდება ზოგადი განათლების ნაციონალური რეფორმის შედეგები

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში 2016 წელს, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მომხდარ შემთხვევას  იხსენებს:

„თანდათან ჩნდება ზოგადი განათლების ნაციონალური რეფორმის შედეგები – დღეს მამაჩემი მივიყვანე ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში.
– თქვენი გვარი, იკითხა ახალგაზრდა, საქმიანმა გოგონამ
-კვაჭანტირაძე
-როგოოოორ?
-კვა-ჭან-ტი-რა-ძე- გამოთქმით, დამარცვლით გავუმეორე.
გოგონამ რაღაც დაწერა, მერე ფურცელი დაჭმუჭნა და ხელახლა დაწერა
– კარგად მითხარით გვარი
– კვაჭანტირაძე, რა გჭირს, პირველად გესმის, ვუთხარი და ფურცელს დავხედე, გოგონა უკვე მესამედ წერდა და მესამედაც შეცდომით- კვატანჭირაძე…
– გოგონა, კვატან არა, კვაჭან…
-ააა, ხოოო, კარგით, ჭ რომელია, ბანტიანი ხოოოო?
-კვაჭი კვაჭანტირაძე რომ არ წაგიკითხავს გასაგებია, მაგრამ, ეს გვარიც არასოდეს გაგიგია?
-რას მეჩხუბები ქალბატონო, თუ არ გამიგია, რა ვქნა?
– აწი ვერაფერს ვეღარ იზამ, ეტყობა, მაგის გარდაც , ბევრი გაქვს გამოტოვებული თქო ვუთხარი, მაგრამ ის უფრო გამიკვირდა, ასეთები სამსახურს როგორ პოულობენ – ყნოსვით?

პ.ს. ოთხმოციან წლებში ბიჭვინთაში მივდიოდი და კუპეში რეჟისორი კოლია დრაზდოვი მგზავრობდა ჩემთან ერთად. გავეცანი და ჩემი გვარი რომ გაიგო კვაჭანტირაძე, ცოტა ხნის შემდეგ მკითხა- ტარიელ კვანჭილაშვილის რა ხარო..მგონი ეს უფრო ახლოს იყო ჭეშმარიტებასთან, მაგრამ კოლია რუსი იყო…“ – წერს ნინო კვაჭანტირაძე.

Facebook Comments

ახალი დადებული