Advertisements

აშშ-ში კრიზისცენტრის დამფუძნებელს, ინა ასანიძეს კორონავირუსი დაუდგინდა

წამლები, ვიტამინები, ჟანგბადის ბალონი, ნებალაიზი, თაფლი , იმუნიტეტის გასაძლიერებელი ზეთები, ფუტკრის მტვერი , აზიტრომიცინი, ხელთათმანები, ნიღბები N95, ნიღბები დამზადებულია საქართველოში, ანტისანიტაიზერის ხსნარი და ჰაერის გამწმენდი , რომელი კორონა მომერევა,-წერს აშშ-ში მოქმედი კრიზისცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი ინა ასანიძე სოციალურ ქსელში და ჩამოთვლილი საშუალებების ფოტოს აქვეყნებს.

Nusagi

მისი თქმით, გუშინ კრიზისცენტრის თანამშრომლებმა ყველა საჭირო ნივთით მოამარაგეს.

აშშ-ში კრიზისცენტრი პანდემიის დროს, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ემიგრანტების დასახმარებლად შეიქმნა. ცენტრის თანამშრომლები ამჟამად 500-მდე ქართველ ინფიცირებულს ეხმარებიან როგორც ონლაინ კონსულტაციით, ისე ადგილზე პრეპარატებისა და საჭირო ნივთების მიტანით.

როგორც ინა ასანიძე ვარაუდობს, კორონავირუსი ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს შეხვდა. „მტვერსასრუტივითაა ეს გადასაშენებელი“,-წერს ინა ასანიძე.

მისი თქმით, კორონავირუსი სამი დღის წინ ჩატარებული ტესტით დაუდასტურდა. მანამდე სიცხემ, სისუსტემ და ზურგის ძლიერმა ტკივილმა შეაწუხა.

„საქართველოს საკონსულომ კრიზისცენტრი საქართველოში დამზადებული ნიღბებით მოამარაგა. დანარჩენი აქაური ემიგრანტების შემოწირულობებით არის ნაყიდი. ჩვენ რამდენიმე საავადმყოფოსთან მოვაგვარეთ საქმე, რომ თუ იქნება გამოუვალი მდგომარეობა, ჩვენი, ქართველი პაციენტები მიიღონ და უკან არ გამოუშვან. ახლა აქ ისეთი სიტუაციაა, პატრონი თუ არ გყავს, გადადებულიც რომ იყო, შეიძლება არ დაგაწვინონ. 500-დან 15-მა ადამიანმა იმკურნალა საავადმყოფოში, დანარჩენი, ჩემი ჩათვლით, სახლშია. 2 მძიმედ გვყავს, ერთი, სამწუხაროდ, გარდაგვეცვალა. მე არაფრის მეშინია, თუმცა ექიმი ვარ და ვიცი, რომ ეს ჯერ დასაწყისია. ისიც ვიცი, რა მელოდება 10 დღეში, თუმცა დარწმუნებული ვარ, გადავლახავ. ყველაფერს წყვეტს დროული ჩარევა. ვისაც ურთულდება, ძირითადად, ექიმთან დაგვიანებული მიმართვის გამოა“,-ამბობს ინა ასანიძე.

მისივე თქმით, ცენტრმა მოახერხა და თითქმის ყველა პაციენტს სისხლში ჟანგბადის საზომი მიაწოდა. „ეს არის ხელსაწყო, რომელიც აქ 60 დოლარი ღირს. პაციენტი თვითონ იზომავს სისხლში ჟანგბადის ნორმას და იცის, რა შემთხვევა შეიძლება იყოს საგანგაშო. ცენტრში უამრავი ადამიანი რეკავს უამრავი გვწერს და მადლობებს გვიხდის, გვეუბნებიან, რომ კრიზისცენტრმა მარტოობის, უპატრონობის და ვირუსის პანიკური შიში დაუკარგა “,-ამბობს ინა ასანიძე.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed