Advertisements

დაწყებულია ღონისძიებები, რომ გატაცებული მეზღვაურები დროულად გაათავისუფლონ

„მეკობრეების მიერ მეზღვაურების გატაცება არ მომხდარა ინციდენტებისა და განსაკუთრებული ძალადობის გამოყენებით“, – ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგნეტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა განაცხადა.

„მეზღაურების გატაცებაზე ინფორმაცია გუშინ მივიღეთ. საქართველოს საგარეო და ეკონომიკის სამინისტროებთან და ბერძნულ გემფლობელ კომპანიასთან ერთად უკვე დაწყებულია ღონისძიებები, რათა მეზღვაურები დროულად გაათავისუფლონ. კომუნიკაცია გუშინვე შედგა გატაცებული მეზღაურების ოჯახებთან. მე მქონდა პირადად მათთან შეხვედრა და გავეცანი არსებული ინფორმაციას. შესაბამისად ჩვენ ვრჩებით კონტაქტზე მათთან, გემფლობელთან და ყველა იმ ორგანოსთან, რომელიც ჩართულია პროცესში. გემზე დარჩენილია ოთხი ქართველი მეზღვაური, რომლებიც არიან ჯანმრთელები და უვნებლები, ჩვენ მათთანაც გვაქვს კომუნიკაცია, ისინი უკვე გადაჰყავთ უსაფრთხო ადგილზე. გემფლობელი არის პასუხისმგებლიანი და ჩვენ მასთან თანამშრომლობით იმედი გვაქვს, რომ მალე შევძლებთ ქართველი მეზღვაურების უვნებლად დაბრუნებას. გატაცებისას გემზე ინციდენტი არ მომხადრა. მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდორე მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

Nusagi

ნიგერიაში, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 10 მეზღვაური გაიტაცეს. გატაცებულებს შორის 9 საქართველოს მოქალაქეა.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული