ირაკლი ლატარია: შთამბეჭდავი და სასიხარულოა, როდესაც მსოფლიო საუბრობს შენზე

Nusagi

დღევანდელმა მთავრობამ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის კუთხით ლიდერთა სია არ დათმო და აალაპარაკა მთელი მსოფლიო შთამბეჭდავი და სასიხარულოა, როდესაც მსოფლიო საუბრობს შენზე,- ირაკლი ლატარია ფრანგულ გამოცემა L’opinion – ში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება, სადაც ავტორი ამბობს, რომ საქართველო ინვესტორებსა და მეწარმეებს უფრო ხელსაყრელ გარემოს სთავაზობს, ვიდრე ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა.

ლატარიას თქმით, თითქმის ყველა წარმატებული ინვესტორი კაპიტალის გადასანაწილებლად და დოვლათის შესაქმნელად საქართველოს განიხილავს, რასაც ექსპერტი დიდ გამარჯვებას უწოდებს.

„აღარ მაინტერესებს რას ფიქრობს ის ძალა, რომლის მიზანი არის ქვეყანაში ქვა-ქვაზე არ დატოვება. ახალი კორონა ვირუსის არსებობამ მსოფლიოში მოახდინა ძალიან ბევრი რამის გადაფასება, გადამისამართება და რაც მთავარია, ზოგადი სტრატეგიების გადაწყობა. ნებისმიერი ადამიანისთვის მთავარია ჯანმრთელობა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ფიქრი იმაზე, თუ როგორ გაიუმჯობესოს მან ეკონომიკური მდგომარეობა. დღევანდელმა მთავრობამ კარგად ვხედავთ, რომ ადამიანის ჯანმრთელობის ზრუნვაში არ დათმო ლიდერთა სია და აალაპარაკა მთელი მსოფლიო და როგორც კი პანდემიასთან ბრძოლაში თითქმის გავიმარჯვეთ, ყველას სასაუბრო გახადა უკვე ის ეკონომიკური გეგმაც, რომელიც ქართულმა ოცნებამ წარმოადგინა. კერძოდ – საქართველო ინვესტორებსა და მეწარმეებს უფრო ხელსაყრელ გარემოს სთავაზობს, ვიდრე ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა, – წერს ახლა უკვე ფრანგული გამოცემა l’opinion. საკმაოდ შთამბეჭდავი და სასიხარულოა, როდესაც მსოფლიო საუბრობს შენზე, როდესაც ინვესტორები ფიქრობენ როგორ მოახდინონ თავიანთი კაპიტალის გადანაწილება, როგორ მოხდეს ახალი დოვლათის შექმნა და რაც მთავარია – სად მოხდეს? ამ კითხვის დასმისას, თითქმის ყველა წარმატებული ინვესტორი განიხილავს საქართველოს და ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება და რაც მთავარია – ახალი ეპოქის დაწყება, სადაც საქართველო იქნება ერთ-ერთი წარმატებული და ძლიერი”,- წერს ირაკლი ლატარია.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: