კიმ ჩენ ინი 20-დღიანი გაუჩინარების შემდეგ გამოჩნდა და ახალი ქარხანა გახსნა

Nusagi

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი 20-დღიანი გაუჩინარების შემდეგ პირველად გამოჩნდა და ახალი ქარხნის გახსნას დაესწრო. დიქტატორმა ამგვარად გაფანტა მედიის მიერ გავრცელებული ხმები მისი გარდაცვალების შესახებ. ინფორმაციას „დეილი მეილ“ ავრცელებს.

36 წლის ლიდერმა სასუქების ქარხნის გახსნაზე ლენტი გაჭრა და სიტყვითაც გამოვიდა.

შეგახსენებთ, მედია სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ კიმ ჩენ ინი გარდაიცვალა. როგორც აშშ-ს ლიდერმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, cnn-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სარწმუნო არ არის, და უფრო სანდო წყაროს დაელოდებოდა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: