“მარტო ნინო ჟიჟილაშვილის და ეკა კვესიტაძის მიერ მოძებნილ გაჭირვებულებს უჭირთ?!”

Nusagi

“შეიძლება, ძალიან ცუდად მოგხვდეთ ეს პოსტი, მაგრამ უნდა ვთქვა:
ისევ ჩერგოლათი ვიწყებ – ხალხს შიმშილით სიკვდილი ემუქრება და ყველაზე ძალიან მეშინია, რომ ეს დამშეული ხალხი ქუჩაში გამოვაო…
ჯერ იმდენი მაგის ოჯახი მოვ@ყან, რაც მაგის კი არ ეშინია, მაგაზე ოცნებობენ ჩერგოლა, ბოკერა, სააკა და მათი თანამებრძოლები.
გადასარევი მსახიობი, გიგოლა თალაკვაძე უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა; უკიდურეს გაჭირვებაში, კიბის ქვეშ ცხოვრობს შესანიშნავი მუსიკოსი და თაობების აღმზრდელი, ეთერ ლონდარიძე.
ბევრია ასე და ყოველთვის იქნება. სოციალური უსამართლობაა ეს.
ვინმემ იცით, ან იცოდით, ამის შესახებ?! თუ მარტო ნინო ჟიჟილაშვილის და ეკა კვესიტაძის მიერ მოძებნილ გაჭირვებულებს უჭირთ?! არ უშვებთ, რომ ადამიანი შეიძლება იმდენად თავმოყვარე იყოს, ერიდებოდეს ამის გამხელაც კი?!
უაღრესად გაჭირვებული, მშიერი სერვანტესი ქუჩაში კბილის საჩიჩქნით გამოდიოდა, აქაოდა, ეს წუთია, ვისადილეო…
ან, ეს რა გამოთქმაა?! “გინდა, შიმშილს მოვუკვლივარ და გინდა, პანდემიას”…
შიმშილზე ასე იოლად რომ ლაპარაკობთ, შიმშილი გამოგიცდიათ?! (ღმერთმა დაგიფაროთ!)
შიმშილი არის “ტრაგედია უგმიროდ” – გენიალურმა ნიკო ლორთქიფანიძემ ისე დახატა შიმშილის სახე, რომ მსოფლიო ლიტერატურის საგანძურშია შესული ეს ორგვერდიანი ნოველა.
რაის შიმშილით სიკვდილზე მელაპარაკებით, საქართველოში?!
არავის გამოუცდია, ღმერთმა ნურც გამოგვაცდევინოს და იმიტომ საუბრობთ, ასე ადვილად!
იმ კაცის დედა მო@@@ან, რომელიც საყვარელი ადამიანის გადასარჩენად ყველაფერს არ გაიღებს და ქონებას “დაიზაგაჟნიკებს”, შიმშილით არ მოვკვდეო.
ჭინჭრისგან აკეთებს საჭმელს ქართველი, პრასს შეჭამს და შიმშილით არ მოკვდება – ლენინგრადის ბლოკადაში ვართ?! ან მეზობელი არ გყავთ, ან ნათესავი, ან კლასელი, ან ახლობელი?!
ან ეს რა მოწოდებაა?! გაუშვით ხალხი გარეთ, თვითონ რომ იშოვოს საჭმელიო. კი, ბატონო, ვთქვათ, აღარ გვინდა #დარჩისახლში და ახლავე გაგვიშვეს გარეთ (ჯერ ვინ გვიჭერს?!), ყველაფერი რომ დაკეტილია და თვითონ დამსაქმებელი არ ამუშავებს საწარმოს, კოვიდის შიშით, როგორ იშოვი და რას იშოვი?! იყაჩაღებ, მოიპარავ?!
სიმართლე ვთქვათ – შიმშილით სიკვდილის კი არა, კომფორტის შეზღუდვის, კაი ცხოვრებას რომ რაიმე მოაკლდეს, იმის გეშინიათ. იმ დღეს, ერთმა “გაჭირვებულმა” ქალბატონმა ისიც კი ბრძანა, ვაი-ფაი არა მაქვსო. კი, მაგრამ თუ გშია, ვაი-ფაი და ქსეროქსი გიშველის?!
ერთია, კიდევ: არავის უთქვამს, – შიმშილით ვკვდებიო… შიმშილით იხოცება ხალხიო, – ამბობენ. სულ ხალხზე ფიქრით და დარდით გისკდებათ თავი, ბებიათქვენისამ.

ისიც ზუსტად ვიცი, რომ გაჭირვებულებს, პანდემიამდეც უჭირდათ და პანდემიის შემდეგაც გაუჭირდებათ.
ასე, რომ არ გვინდა სიტუაციის დაძაბვა და ზედმეტად გართულება – პანდემიით გარდაცვლილი, სამ თვეში. 300 000-ია მსოფლიოში, შიმშილით კი არავინ გარდაცვლილა. ყოველ შემთხვევაში, ისეთ გაჭირვებულ ქვეყანაშიც კი, როგორიც საქართველოა…

მე ვხედავ და არა მგონია, შევარდნის მხედველობა მქონდეს, რომ მთავრობა ცდილობს სიტუაციის გამოსწორებას, რაღაცებს აღწევს კიდეც – ყოველ შემთხვევაში, ჯანდაცვის კუთხით მაინც და სწორედ ამ ექიმებს რომ აბარიათ სისტემა და არა მათხოვარი ჭიაბერაშვილის კადრებს, ეგეც მთავრობის დამსახურებაა. ჭიაბერაშვილის დროს, იმნაძეს დასაჭერად დასდევდნენ, ძალიან კარგი ექიმი და პროფესიონალი კოკა ფრუიძე კი დაიჭირეს.
შიმშილით სიკვდილი არავის გვემუქრება, “კორონათი” სიკვდილი კი – ყველას და ამ უბედურების დამარცხების შემდეგაც არ მოგველის შიმშილი.

ცოტა გაჭირვებას კი გავუძლებთ, ერთმანეთის დახმარებით და დავივიწყოთ მთავრობა, ბოლოსდაბოლოს, ჩემი მშობლები, რომლებიც მთელი ცხოვრება მუშაობდნენ და გადასახადებსაც პატიოსნად იხდიდნენ, 200-ლარიანი პენსიისამარა დარჩნენ და ვისაც ბიუჯეტში 2 ლარი არ შეგიტანიათ და 1000-ლარიან დახმარებას ითხოვთ, არ გრცხვენიათ?! ჩავთვალოთ, მთავრობის მიერ მოცემული, ის 200 ლარია, თუ 5 ლარი, ღმერთის საჩუქრად და ერთმანეთს დავეხმაროთ – ახლობელი ახლობელს, ნათესავი ნათესავს, ცოტა შეძლებული უცნობისთვისაც გაიღებს დახმარებას და გამოვალთ სიტუაციიდან.
თქვენ არ იძახდით, ნახევარი წლის წინ, ამაზე მეტად რაღა უნდა გაგვიჭირდესო?! არ გვინდა, ჩასაფრება და ტალახის სროლა, თორემ ლანძღვა-გინება ისეთი ვიცი, ბარე ორი ვერ მაჯობებს” – წერს დავით მარდალეიშვილი ფეისბუქზე.

Facebook Comments
%d bloggers like this: