Advertisements

რატიანი: ნუ მომთხოვთ პასუხს იმაზე, რომ კოვიდინფიცირებულთა იდენტიფიცირება მოვახდინო

“ნუ მომთხოვთ პასუხს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინ არის კოვიდინფიცირებული იდენტიფიცირება მოვახდინო”, – აღნიშნულის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ექიმმა ლევან რატიანმა კლინიკაში ინფიცირებული პაციენებისა და მედპერსონალის შესაძლო ინფიცირების შესახებ განაცხადა.

Nusagi

ექიმის თქმით, საქართველოში კოვიდინფიცირების არცერთი შემთხვევა არ არის დამალული.

“ამ წუთში გახლავართ კლინიკის ხელმძღვანელი, მაგრამ ვარ მოწოდებით ექიმი და არასდროს ვარღვევ ეთიკას. ეთიკა ეს არის პაცინეტსა და ექიმს შორის ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ პაციენტს, რომელიც არის ინფიცირებული ან არაინფიცირებული მას უფლება აქვს ილაპარაკოს მისი დაავადების შესახებ, მაგრამ მე როგორც ექიმს არანაირი უფლება არ გამაჩნია პაციენტის იდენტიფიკაციაზე ვისაუბრო. აღნიშნულიდან გამომდინარე თუ პაციენტებმა გადაწყვიტეს, კონტაქტზე გამოსვლა ნებისმიერ ტელევიზიასთან თუ საინფორმაციოსთან ეს მათი უფლებაა, მაგრამ მე ნუ მომთხოვთ პასუხს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინ არის ინფიცირებული მათი იდენტიფიცირება მოვახდინო. არცერთი შემთხვევა არ არის დამალული”, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed