როცა საერთაშორისო მედია შენსავით მოსყიდული, ვიწრო პარტიული ინტერესების გამტარებელი და დეზინფორმაციის წყარო გგონია, ფიქრობ, რომ ისინიც შენსავით იქცევიან და რეპუტაციას არად დაგიდევენ

Nusagi

ყველაფერი სიმართლეა, რასაც ადასტურებს The Telegraph, Foreign Policy, The Washington Times, Barrons და სხვა მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, საქართველოს წინ კიდევ ბევრი გამარჯვება და წარმატება ელოდება,- სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, სოფიკო ვასაძის მიერ გამოქვეყნებულ ,,კრიტიკულ“ წერილს ეხმიანება, რომელიც რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა ბრიტანულ გამოცემა ,,ტელეგრაფში“ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას „ყოფილი ქარხნის მუშა დღეს მსოფლიოში ყველაზე გულუხვი დონორია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“ მიუძღვნა.

ბოჟაძე მიიჩნევს, რომ როცა საერთაშორისო მედია შენსავით მოსყიდული, მიკერძოებული, მართვადი, ვიწრო პარტიული ინტერესების გამტარებელი და მთავარი დეზინფორმაციის წყარო გგონია, მაშინ ფიქრობ რომ ისინიც შენსავით იქცევიან და რეპუტაციას, ღირსებას არად დაგიდევენ.

„საქართველოს წინ კიდევ ბევრი გამარჯვება და წარმატება ელოდება ,,თურმე ნუ იტყვი და 160 წლის ისტორიის, ხარისხის, ავტორტეტის და სანდოობის სინონიმი The Telegraph-ი შეკვეთილ სტატიებს აქვეყნებს და მთელ მსოფლიოს ატყუებს, აი რა ყოფილა ტყუილი – საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფოა კორონავირუსთან ბრძოლაში, გავრცელების და სიკვდილიანობის მცირე მასშტაბით; ჩვენი დასავლელი მეგობრებისა და პარტნიორების დადებითი გამოხმარებები, ზარები, ონლაინშეხვედრები, წერილები და ა.შ; ამერიკის და ევროკავშირის ელჩების დადებითი შეფასებები და მრავალმილიონიანი დახმარებები; უკვე მოზიდული 3 მილიარდი დოლარი, რომელიც კრიზიზის მართვას და მის შედეგების მართვას უნდა მოხმარდეს; ბიძინა ივანიშვილის 100 მილიონი ლარის, მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი დონაცია. არადა პირიქით ასინეთა, პირიქით. ყველაფერი სიმართლეა, რასაც ადასტურებს The Telegraph, Foreign Policy, The Washington Times, Barrons და სხვა მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია. საქართველოს წინ კიდევ ბევრი გამარჯვება და წარმატება ელოდება“,- წერს ვლადიმერ ბოჟაძე

Facebook Comments
%d bloggers like this: