Advertisements

„სამუდამო ინვალიდობა ემუქრება“ – რას წერს მანანა არჩვაძე ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დია შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

Nusagi

„სამი თვე ისე გავიდა, რომ ცოტნეს დამტვრეულ თავის ქალაზე არავითარი მედიკამენტოზური მკურნალობა არ ჩატარებია, ტვინი რომელიც მოკლებულია აღქმას, ემოციებს, გარემოში ვერ ერკვევა, მეტყველება ნულის დონეზეა, ცენტრალური ნერვული სისტემა რეაგირების გარეშეა და სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა…

მისი ზონდერ მხარდამჭერები დუმილს ამჯობინებენ, სამი თვის გაცდენა ასეთ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფს სამუდამო ინვალიდობას უქადის, რაც ტერაქტის დამკვეთების და მხარდამჭერების მიზანი იყო, თუ ცოტნე სიკვდილს გადაურჩებოდა!!! ფაქტიურად მისი ასეთი მდგომარეობა სიკვდილის ტოლფასია.

მსოფლიოში თუ რამ შესაძლებლობა არსებობს გირჩევთ გამოიყენოთ, რათა ცოტნე ამ ტრაგიკული მდგომარეობიდან გამოვიდეს ,დრო მიზანმიმართულად ნუ გაგყავთ , თავს ვერაფრით გაიმართლებთ !!! წინააღმდეგ შემთხვევაში დამკვეთი, მკვლელი, მხარდამჭერი საზოგადოებისგან უმძიმეს პასუხს მიიღებს“, – წერს მანანა არჩვაძე.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული