Advertisements

„საპატრულო ეკიპაჟი ისეთი კივილით გავაჩერე, რომ ტიპმა იარაღი ამოიღო“

ადვოკატი ანა ჟღენტი სოციალურ ქსელში თავის ოთხფეხა მეგობრის დაუჯერებელი თავგადასავალის შესახებ წერს:

Nusagi

„გუშინ ღამის 11 საათზე თბილისში ჩატარდა სპეცოპერაცია!
კარები დამრჩა ღია და ჩემი ძაღლის არამსგავსი 27 სანტიმეტრიანი არსება,რომელიც სიგიჟემდე მიყვარს, ბატონი კოკი გაიქცა ქუჩაში. რა თქმა უნდა, მე გავეკიდე, მაგრამ რომ დამინახა, რატომღაც გადაწყვიტა, რომ დაჭერობანა უნდა გვეთამაშა კომენდანტის საათის დროს და გაიქცა. გადავიდა ჯერ ალეაში მერე კი სანაპიროზე და გაეშურა ქალაქის მიმართულებით! ამ დროს დავინახე საპატრულო ეკიპაჟი და ყვირილ წივილით გავაჩერე და ეტყობა ისეთი სახე მქონდა რომ ტიპმა იარაღი ამოიღო. ავუხსენი რაც ხდებოდა, ჩავჯექი მანქანაში და გავეკიდეთ კოკის. კი დავეწიეთ მაგრამ სამმა ვერ მივახერხეთ მისი დაჭერა.ამ დროს გამოიარა სამხედრო პოლიციის მანქანამ და რომ დაინახა რომ რაღაც უხილავს დავსდევდით,რადგან კოკი მიწაზე შორიდან არ ჩანს პატარა ზომის გამო, გააჩერეს და თვალებდაქაჩულები გვიყურებდნენ. აქ უკვე პატრულმა შეუღრინა – რას გვიყურებთ, დაგვეხმარეთო და სამხედრო ძალაც ჩაერთო საგამომძიებლო მოქმედებაში, მაგრამ ამაოდ! კოკიმ მოახერხა კიდევ კაი მანძილის გავლა და დამნაშავე უკვე აპირებდა მიმალვას, რომ ჩამოიარა თეთრმა “კამრიმ” და ისე დაატორმუზა, ლამის ყველას გადაგვიარა! მოკლედ საქმეში კრიმინალური ჩაერთო! ბოლოს ერთობლივი ოპერატიული თათბირის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ  ერთ მხარეს საპატრულო ძალების კორდონი გაგვეკეთებინა და მეორე მხარეს თავდაცვის ძალების, რომ ყველა გზა გადაგვეკეტა,ხოლო უშუალოდ დაკავებას აწარმოებდა კრიმინალური!
და საბოლოოდ, ტალახიანი კოკი ბორკილდადებული დაბრუნდა სახლში, თუმცა სპეცოპერაციის ყველა მონაწილეც კარგათ ატალახებული ვიყავით, მაგრამ გამარჯვებული!
მადლობა თავდაცვის სამინისტროს და შსს-ს განსაკუთრებით საშიში დამნაშავის დაკავებისთვის!!! და უბრალოდ მადლობა, რომ დამეხმარნენ და არ დაიზარეს!“ – წერს ანა ჟღენტი. 

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული