საქართველოში კორონავირუსით 72 მედიკოსი დაინფიცირდა

საქართველოში ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 72 მედიკოსია ინფიცირებული, აქედან 30 სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომელია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნული მაჩვენებლი არც ბევრია და არც ცოტა. 

“საქართველოში, დილის მონაცემებით, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების 72 შემთხვევა გვაქვს, რაც დაახლოებით 12.7%-ს შეადგენს. ეს არც ცოტაა და არც ძალიან ბევრი, საშუალო მაჩვენებელზე ვართ საერთაშორისო ციფრების”, – აღნიშნა გამყრელიძემ. 

ამირან გამყრელიძის თქმით, საჭიროა ინფექციის კონტროლის ღონისძიებებისა და სპეციალური დამცავი საშუალებების კიდევ უფრო გამკაცრება.

“არა მარტო იქ, სადაც კოვიდინფექციით ავადმყოფები მკურნალობენ, არამედ იქაც, სადაც შესაძლო შემთხვევა შეიძლება მოხდეს. დაინფიცირების ყველაზე მეტი პროცენტი მოდის იქ, სადაც კონტაქტია ხოლმე არა უკვე დადგენილ, არამედ უფრო შესაძლო შემთხვევებთან. დაახლოებით 30-მდე სასწრაფოს თანამშრომელია დაინფიცირებული”, – თქვა გამყრელიძემ “იმედის” ეთერში.

Facebook Comments

ახალი დადებული