„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში აშკარად შესამჩნევია ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება – l’opinion

Nusagi

„საქართველოს შეერთებული შტატებისა და ჩინეთისგან განსხვავებით, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება აქვს და თან უნდა გვახსოვდეს, რომ მას ძლიერ სურს ევროკავშირში გაერთიანება“ – წერს l’opinion სტატიაში სათაურით – „ევროპის კავშირი: ნუთუ ზომა გადამწყვეტია?“

სტატიის ავტორის ბრუნო ალომარის თქმით, ეკონომიკური და ამდენად, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ბოლო წლებში, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში აშკარად შესამჩნევია.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მაშინ, როდესაც ევროპის კავშირი ჯანდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში უპრეცედენტო კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, ბევრი ადამიანი ითხოვს ევროპული ინტეგრაციის სწრაფ გაღრმავებას ფინანსური თვალსაზრისით (კორონა ობლიგაციების ემისიის მოთხოვნით) და ჯანდაცვის მიმართულებით (ევროპის ჯანდაცვის კავშირის შექმნის მოთხოვნით).

„კრიზისი, რომელსაც განვიცდით და პანიკა, რომელიც ზოგიერთ მთავრობას იპყრობს, კარგ მრჩევლად ვერ გამოდგება. ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ აზროვნება მშვიდ დროს უფრო გვახასიათებს? მავანს შეიძლება ამაში ეჭვი შეეპაროს, როგორც ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შემთხვევაში მოხდა და ბევრი სხვა მაგალითითაც დასტურდება. ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ ევროკავშირის კომპეტენცია უფრო ვაგნერისეულია, კიდევ უფრო მეტად უნდა ჩაუღრმავდნენ სამი მცირე ზომის ქვეყნის მაგალითს, რომლებიც გარკვეულწილად ჩვენზე უკეთ მუშაობენ” – ნათქვამია სტატიაში.

აქვე ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი იმ მცირე მოთამაშეებზე უნდა დაფიქრდეს, რომლებსაც თანმიმდევრული და წარმატებული მუშაობის უნარი გააჩნიათ.

„ნუთუ არ უნდა იქცნენ ისინი ევროკავშირის შთაგონების წყაროდ? ევროპელებს განა „მეტი ევროპა“ სჭირდებათ საქმიანობის რეგულირების ან კავშირის ძალაუფლების გაღრმავების სახით, არამედ „უკეთესი ევროპა“. ეს მიიღწევა რეალური წარმატების შემოქმედი მცირე ზომის ქვეყნებისგან მეტის სწავლითა და მათთან უფრო მჭირდო მუშაობით” – წერს სტატიის ავტორი.

ასეთ მაგალითებად გამოცემა სამ ქვეყანას – სინგაპურს, შვეიცარიას და საქართველოს ასახელებს.

“მესამე მაგალითი უფრო გასაკვირი აღმოჩნდება, თუ ამ ქვეყნის ევოლუციაზე არაფერი გსმენიათ აქამდე. ეს საქართველოა და ის ბოლო წლებში განსაკუთრებით განვითარდა. როდესაც ამ ქვეყანას ვუყურებთ, ის გვაოცებს, რომ შეერთებული შტატებისა და ჩინეთისგან განსხვავებით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება აქვს ევროკავშირთან და თან უნდა გვახსოვდეს, რომ მას ძალიან ძლიერ სურს ევროკავშირში გაერთიანება. ისიც გვაოცებს, რომ შედარებით და აბსოლუტურ განზომილებაში საქართველოს ეკონომიკა ჯეროვნად მუშაობს. საგულისხმოა, რომ ქვეყნის ეკონომიკური და ამდენად, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება თვალხილული ბოლო წლებშია, განსაკუთრებით კი მისი მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ გავლენით და გამოისობით” – წერს ბრუნო ალომარი.

Facebook Comments
%d bloggers like this: