Advertisements

„ქართული ოცნების“ რაიონულ ორგანიზაციებსა და მუნიციპალიტეტებში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გრძელდება

„გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რაიონულ ორგანიზაციებსა და მუნიციპალიტეტებში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გრძელდება. აქციას სამტრედია, მარტვილი, ფოთი და რუსთავი შეუერთდა. უანგარო დონაციის აქციის ფარგლებში, გუშინ სისხლი 130-მდე დონორმა გაიღო, მათ შორის, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, სამტრედიის, მარტვილის და ფოთის მერებმა, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციების წევრებმა, აქტივისტებმა და მოხალისეებმა.

Nusagi

ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პირველივე დღიდან შეუერთდა. უანგარო დონაციის აქციის ფარგლებში, სისხლი უკვე 1000-ზე მეტმა ადამიანმა გაიღო.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული