1328 კვლევიდან ვირუსი მხოლოდ 16 ადამიანს აღმოაჩნდა

Nusagi

დღეს ტესტირების მხრივ პიკი გვქონდა, თუმცა 1328 კვლევიდან ვირუსი მხოლოდ 16 ადამიანს აღმოაჩნდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მარნეულის მერიაში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„დღეს ჩვენ გამოკვლევების მხრივ პიკი გვქონდა. ჩატარდა 1 328 კვლევა და აქედან მხოლოდ 16-ს დაუდასტურდა. 4 შემთხვევა არის მარნეულში და ოთხი თეთრიწყაროში, თუმცა თეთრიწყაროს შემთხვევები მიბმულია მარნეულის სასწრაფოსთან. ორშაბათიდან შიდა გადაცემის დაწყებიდან მეშვიდე კვირა იწყება, ამიტომ მეტი სიფრთხილე გვმართებს. თუ ვინმეს ტემპერატურა და რესპირაციული სიმპტომები აქვს, აუცილებლად მიმართოს ექიმს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა PCR-ტესტირების ჩატარება მარნეულშივე იყოს შესაძლებელი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: