ავტომობილის დაჯახებისას დაშავებული ველოსიპედით მოსარგებლე ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა

Nusagi

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 11 წლის ბავშვი კლინიკაში მიყვანამდე დაიღუპა.

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ველოსიპედით მოსარგებლე ბავშვს დაეჯახა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა და ბავშვი მძიმე მდგომარეობაში ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მძღოლი პოლიციას თავად ჩაბარდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Facebook Comments
%d bloggers like this: