Advertisements

ამერიკული სადაზვერვო სამსახურები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა

ამერიკული სადაზვერვო სამსახურების უმეტესობა მიიჩნევს, რომ კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს.

Nusagi

როგორც ტელეკომპანიას სპეცსამსახურების ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, „17 სადაზვერვო სამსახურიდან 70-75% მიიჩნევს, რომ ვირუსმა ლაბორატორიიდან გაჟონა.

„დანარჩენი სადაზვერვო სამსახურები ამას ვერ ეთანხმდებიან, ვინაიდან ამის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ჯერ არავის მოუპოვებია“, – აცხადებს Fox News-ის წყარო.

მისივე თქმით, სადაზვერვო სამსახურების უმეტესობა ვარაუდობს, რომ ვირუსის გავრცელების მიზეზი ლაბორატორიის პერსონალის მიერ დაშვებული შეცდომა გახდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული