ბოლო 24 საათში ინფიცირების 2 შემთხვევა და არცერთი გარდაცვლილი- COVID-19 ჩინეთში

Nusagi

ჩინეთში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევები რეკორდულად შემცირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

Worldmeter-ის მონაცემებით, ასევე ბოლო 24 საათში ჩინეთი კოვინფიცირებით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჩინეთში კორონავირუსს სულ 4633 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 77 713-მდე გაიზარდა.

ჩინეთში 82 877 ადამიანია კოვიდინფიციებული.

ცნობისთვის, 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდ-19 პანდემიად გამოაცხადა. ვირუსი თავდაპირველად ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ კოვიდინფექცია გადამდებია. კოვიდ-19-მა 200-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: